ნიკა მელია: პარტია არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება, გაძლიერდება, მიუხედავად იმისა, რომ ვნებათა ღელვა არსებობს

Read Time:36 Second

პარტია იქნება ბევრად მიმზიდველი, განსხვავებული ფართო საზოგადოებრივი ფენებისთვის, რომლებმაც მაგალითად, დღეს არ იციან, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცენ ხმა, – ამის შესახებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პარტიაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე განუცხადა.

მისი თქმით, პარტიას დაშლა არ ემუქრება.

„პარტია არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება, გაძლიერდება, მიუხედავად იმისა, რომ ვნებათა ღელვა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი შესაძლებელია დაწყებულიყო ბევრად უფრო პოზიტიური იმპულსით, მაგრამ საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, პარტია იქნება ბევრდ მიმზიდველი, განსხვავებული ფართო საზოგადოებრივი ფენებისთვის, რომლებმაც მაგალითად, დღეს არ იციან, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცენ ხმა“, – განაცხადა მელიამ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც პარტიის წევრებმა თავმჯდომარის არჩევნებზე იმსჯელეს. პარტიაში ორ სხვადასხვა წესზე ამახვილებენ ყურადღებას ესენია ელექტრონული არჩევნები ან ფეისბუქ პლატფორმაზე ხმის მიცემა. ახლა ჯერი პოლიტიკურ საბჭოზეა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში და არა რეანიმაციულ, ან ინტენსიურ ბლოკში
Next post ირაკლი კობახიძე: ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება