ირაკლი კობახიძე: ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება

Read Time:46 Second

ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმდის კვირას“ განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების თავდასხმებზე, რომელიც საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტს მოჰყვა.

„მათი აგიტაციის შინაარსი არავისთვის დამალული არ არის. როდესაც შენ ეუბნები ევროპელ პარტნიორებს, რომ ქვეყანას ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, არ სურს 12 პუნქტის შესრულება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი აწარმოებენ პირდაპირ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ გააღიზიანა ისინი ევროკომისარ ვარჰეის დადებითმა შეფასებებმა ჩვენს მიერ განვლილ გზასთან დაკავშირებით. მათ კატეგორიულად არ სურთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პათოსი და დამოკიდებულება თავიდან ბოლომდეა გაშიფრული და საზოგადოება ამას ხედავს.

მისივე თქმით, რეკომენდაციები შესრულდება და არჩეული გზის სისწორე ევროკომისარმაც დაადასტურა.

„მათ აინტერესებთ თითოეული ნაბიჯი, რომელიც იდგმება 12 პუნქტის შესრულების კუთხით და ბუნებრივია, ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელია: პარტია არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება, გაძლიერდება, მიუხედავად იმისა, რომ ვნებათა ღელვა არსებობს
Next post გიული ალასანია სააკაშვილზე: კმაყოფილი და მადლობელი ვარ ექიმების, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მაინც მძიმედ არის, 40 კილოგრამი დაკარგა კლინიკაში ყოფნის პერიოდში