ნიკა მელია თბილისის მერობის, ხოლო ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

Read Time:32 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მას რამდენიმე ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი ოპოზიციიდან ელენე ხოშტარიაავიცე-მერობის კანდიდატს კი, ნიკა მელიას თქმით, „გირჩი- მეტი თავისუფლება” წარმოადგენს.

თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციის კანდიდატებს „ევროპული საქართველოც“ უჭერს მხარს, ამის შესახებ გიგა ბოკერიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელია თბილისის მერობის არჩევნებში მეორედ მონაწილეობს. 2014 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ნარმანიასთან ბრძოლაში ხმების 27%-ით, მეორე ტურში დამარცხდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი კომისიის დასკვნის შემუშავებაში ჩაერთოს
Next post შალვა პაპუაშვილი: აგრესორი არის აგრესორი, აგრესიისგან გამრიდებელი არის აგრესიისგან გამრიდებელი, აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინა ბოკუჩავასგან