დღეს 14 აპრილია, ჩვენი ეროვნული თვითშეგნების, კულტურული მემკვიდრეობისა და სულიერიერთობის სიმბოლო. ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი ისტორიისა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდია, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქართული ენის დაცვისა და განვითარების კუთხით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ
ნაბიჯებზე და ხაზი გაუსვა ბოლო წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
გარდა ამისა, ლაშხმა გამოყო ეთნიკურ უმცირესობებთან და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ინიციატივები.
“სწორედ ამიტომ, მისი დაცვა, განვითარება და პატივისცემა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
ჩვენ ყველას გვახსოვს 1978 წლის 14 აპრილისმოვლენები, როცა საბჭოთა რეჟიმმა მიზნად დაისახა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი წაერთმია, რასაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც იცავდნენ ენას, ეროვნულ იდენტობას, წინააღმდეგობა მოჰყვა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და ქართულ ენას შეუნარჩუდა სახელმწიფო ენისსტატუსი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს 2015 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღება, რომელიც საქართვლოს კონსტიტუციასთან ერთად, ემსახურება ქართული ენისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აგრეთვე, აფზახურიენის, საქართველოს მოქალაქეების ენობრივიუფლებების დაცვის საკითხს.
2024 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი“, ერთგვარი კონსტიტუცია ჩვენი განათლების რეფორმაში, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადი განათლების საფეხურზე პატრიოტი, ეროვნული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდას, რომლისთვისაც სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა მთავარი ღირებულებები იქნება, რომელთა დაცვასა და განვითარებასაც მოახმარს თავის ცოდნასა და უნარებს მომავალში.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წინა ხელისუფლების დროს, 2005 წელს ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი „ ქართული ენა“ გაუქმდა. 21 წლის წინ მიღებული ეს უსამართლო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ, სიმბოლურად, სწორედ 2025 წლის 14 აპრილს, კომიტეტის სხდომაზე განხილული საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერის შემდეგ შეიცვალა, როდესაც კომიტეტის სხდომაზე ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება განიხილეს, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობდა. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება მხარდაჭერილ იქნა და საკანონმდებლო ცვლილებად დაინიცირების შემდეგ, 2025 წლის 10 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ამ საკანონმდებლო ინიციატივის შემდეგ, უკვე აღდგა სწავლება და უკვე ბაკალავრიატის დონეზე მოხდება ქართული ენის სწავლება და ეს კიდევ ერთი პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ ქართული ენის წინაშე აიღო. ჩვენი სადელმწიფო პოლოტიკა და ის განათლების რეფორმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს.
ამასთან ერთად, გვახსოვს ის გამოწვევები, რაც არის ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და გლობალიზაციის პირობებში ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც მცირე ენებს საფრთხეს უქმნის და ეწ გამოწვევა გაცნობიერებული, პასუხისმგებლობა კი აღებულია სახელმწიფოს მხრიდან.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვეხმარებით ეთნიკურ უმცირესობებს საკუთარი ენის შენარჩუნებაში და ამასთან ერთად, ვასწავლით ქართულ ენას.
ამ გამოწვევის წინაშე არაერთი პროცრსები იყო, თუმცა, მნიშველოვანია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მოხდა ინიციატივების დანერგვა და დღეს უკვე არაერთ სკოლაში მიმდინარეობს ბილინგვური სწავლება.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჩვენს მემამულეებს დიასპორაში მივაწვდინოთ ის განვითარება და ის გეგმები რაც ჩვენ გვაქვს და ქართული ენა იყოს მათთვის ხელმისაწვდომი. ამისათვის დისტანციური სწავლების პლატფორმა შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და ქართულ ენას აწვდის ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მათ ქვეყანაში დაბრუნებამდე მოახდინონ ქართული ენის სწორად და კარგად დაუფლება.
დღევანდელი დღე აღსანიშნავია იმითაც, რომ წელს ჩვენ ვზეიმობთ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავს. „დედა ენა“ არ არის მხოლოდ წიგნი, ის ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. უკვე საუკუნეზე მეტია, რაც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ თაობებს აზიარებს ქართული ენის სილამაზესა და აცნობს მის ბუნებას, ეს წიგნი აერთიანებს არაერთ თაობას საერთო სიტყვით და აზრით, რომელიც ქართული ენის სიდიადესა და სრულყოფილებას გამოხატავს.ქართული ანბანური დამწერლობა ერთ-ერთი უძველესი და სრულყოფილი დამწერლობაა მსოფლიოში და ქართული ენის ყოველ ბგერას ანბანში საკუთარი ნიშანი აქვს.
ბრძენ პატრიარქ ილია მეორეს სიტყვებით დავასრულებ:
„ქართული ენა არის მუსიკა — ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა. იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი. მასშია მთელი საქართველო”
ჩვენი ვალია, რომ ეს მუსიკა არ გაჩუმდეს. არც სკოლაში, არც ოჯახში, და არც ციფრულ სივრცეში.” – განაცხადა ლაშხმა.

