ნათია თურნავა: ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები ჩვენს განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ
ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებების გაზიფიკაციაზე – ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები ჩვენგან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ანგარიში წარმოადგინა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები, ასევე ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნათია თურნავამ მათ გააცნო საქართველოს გაზიფიცირების პროგრამის მიმდინარეობა, მათ შორის სამეგრელოს რეგიონში. ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთნ მდებარე დასახლებების გაზიფიცირების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გააკეთა.
„ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ – ასეთი 74 დასახლება გაზიფიცირდა და მთლიანობაში 17 ათასამდე ოჯახმა მიიღო გაზი. მსურს აღვნიშო, რომ სამეგრელოში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში ჩვენ არამხოლოდ დავეხმარეთ მოსახლეობას გაზის შეყვანით, არამედ გაზის მიერთების საფასურიც დავუფინანსეთ და ამით გავუმარტივეთ ამ სიკეთის ოჯახებში მიღება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2019 – 2021 წლის პროგრამის ფარგლებში საქართველოში 384 დასახლებული პუნქტი მთლიანად გაზიფიცირდება და ქვეყნის გაზიფიცირების დონე 90 % იქნება. „ამ მაჩვენებელს თუ შეადარებთ ბევრ სხვა სახელმწიფოს, სადაც ასეთი მთა-გორიანი ლანდშაფტია, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, – განაცხადა მინისტრმა
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ
დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს...
„დემონური ძალების ენერგიით შემოდიან“- რას ამბობს მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ უცხოპლანეტელს შეხვდა. ამის შესახებ მან გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა. „ორჯერ მქონდა შეხვედრა მათთან. უმრავლესობა, 90% უცხოპლანეტელებისა...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ...
რისთვის შეიყვარა ღმერთმა დაცემული კაცობრიობა, რისთვის შეგვიყვარა ჩვენ, ცოდვილები? – იმიტომ, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს არის რაღაცისთვის – მეუფე შიო
მენელსაცხებლე დედების ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ტაძრებში წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში, წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა და,...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები დაენიშნათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს უნივერსიტეტმა სახელობითი სტიპენდია დაუნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას...
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...