დავით სერგეენკო: ყველანი ვაცნობიერებთ მსოფლიო პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებს

Read Time:1 Minute, 9 Second

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ დღეს ბიზნეს საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. როგორც კანდიდატმა შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, დღეს მთავარი საკითხია პოსტპანდემიური შედეგებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების ეფექტური დაძლევა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა ბიზნეს-ასოციაციებთან, შეხვედრა კონსტრუქციულ და საქმიან ვითარებაში წარიმართა. ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს ქვეყანა მსოფლიო პანდემიის პირობებში. დაისვა საკითხები სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე. დღეს ჩვენ წინაშე დგას მთავარი საკითხი, ისეთ გამოწვევასთან გამკლავება, როგორიც არის პოსტპანდემიური შედეგებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების ეფექტური დაძლევა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. პალატის პრეზედენტის, გიორგი პერტაიას შეფასებით, შეხვედრა მხარეებისთვის იყო საკმაოდ ინფორმაციული და სასარგებლო.

,,ერთი მხრივ კერძო სექტორმა დააფიქსირა თავისი მოსაზრებები, მაგალითად, დამატებითი რეგულაციების შემოღების თაობაზე შრომის კანონმდებლობაში, ასევე პანდემიით გამოწვეული საჭიროებების კუთხით, ხოლო დავით სერგეენკომ გაუზიარა თავისი მოსაზრებები ბიზნესს, თუ როგორ გეგმავს მათთან ამ საკითხებზე თანამშრომლობას გამარჯვების შემთხვევაში. ვფიქრობ, ბიზნესმა დაინახა დავით სერგეენკო, როგორც პოტენციური მოკავშირე პარლამენტში, რომელიც წარმატების შემთხვევაში მხარს დაუჭერს ბიზნესისათვის და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისათვის სასარგებლო კანონმდებლობის შემუშავებას”, – განაცხადა გიორგი პერტაიამ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისეთ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა ადგილობრივი ფარმაკოლოგიური ინდუსტრიის ხელშეწყობა და განვითარება, ჯანდაცვის ეკონომიკის არსებული პოზიცია და განვითარების პერსპექტივები, მსოფლიო პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის გამოწვევები, ასევე ტურიზმის სექტორში მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის შესაძლებლობები, ევრო დირექტივების იმპლემენტაციის პროცესი და ბიზნესის გამოწვევები, შრომის უსაფრთხოება, როგორც ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულება, სამედიცინო ტურიზმის პრიორიტეტულ მიმართულებად ქცევა, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და პოსტპანდემიის პირობებში ადგილობრივი ბიზნესის გამოწვევების დაძლევის გზების მოძიება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა: ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები ჩვენს განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ
Next post გივი მიქანაძე: აღმოვაჩინეთ, რომ ათეულობით ბათუ ქუთელია გვყოლია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ დააკვირდება არჩევნებს