ნათია თურნავამ განმარტა, რატომ ეკისრებათ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა 1-ელ და 8 თებერვალს გახსნილ ბიზნესებს

Read Time:55 Second

1-ელ და 8 თებერვალს გაიხსნილი ბიზნესების სწორ საქციელსა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, 15 თებერვალს როგორ გავხსნით ღია სივრცეებს სარესტორნო ინდუსტრიაში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენ შევძელით საქალაქო ტრანსპორტი გაგვეხსნა, რაც მოსახლეობის დიდი მოთხოვნა იყო, ასევე ღია და დახურული ბაზრობები, ამის საფუძველს გვაძლევს ეპიდვითარება, თუმცა ვიცით, რომ პანდემია არსად წასულა, სამწუხაროდ გრძელდება. ამიტომ, ყველანი ყურადღებით უნდა ვიყოთ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან. მათთან ერთად შემუშავდა ბევრი რეგულაცია და თადარიგი დავიჭირეთ.

კერძოდ, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები, რომლებიც ყოველთვის მიჩნეული იყო მომატებული რისკის ობიექტებად აქ შემოვიღეთ სავალდებულო ტიპის ტესტირება მეწარმეების, პერსონალის, ბაზრობების მენეჯმენტთან წინასწარ შევთანხმდით რა პროცენტულობით და პერიოდულობით მოხდება ტესტირება. ორი კვირით ადრე, სპეციალური ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა, სადაც ბაზრობებმა ატვირთეს მომუშავე ადამიანების მონაცემები, გამოიკვეთა რა პროცენტულობით მოხდებოდა სავალდებულო ტესტირება. პირველი ტესტირების საფასური თავის თავზე სახელმწიფომ აიღო და ბიზნესს ამითაც დავეხმარეთ. აქედან გამომდინარე, რისკი შევამცირეთ, მაგრამ ეს რისკი მინიმუმამდე დაყვანილი არ არის, აქ მომხმარებლისა და მოვაჭრეების შეგნებაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ასევე პირბადის ტარების პროცენტულობა.

საქალაქო ტრანსპორტს რაც შეეხება, აქაც რეგულაციები გამკაცრებულია, სატრანსპორტო საშუალება ადგილიდან არ დაიძვრება, თუ ყველას პირბადე არ ეკეთება ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგიტა თოდრაძე ODIN-ის ანგარიშზე: ეს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა
Next post გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს: ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები, თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა