გოგიტა თოდრაძე ODIN-ის ანგარიშზე: ეს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა

Read Time:54 Second

სტატისტიკის ეროვნული სისტემის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება, – ასე აფასებს „საქსტატის“ დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ორგანიზაცია Open Data Watch-ის ახალ ანგარიშს.

„ორგანიზაცია Open Data Watch-ი არის დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც გაეროს სტატისტიკის კომისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად გვევლინება. ის მსოფლიოს ქვეყნების ოფიციალურ სტატისტიკის სამსახურებებს პერიოდულად აფასებს – ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა საერთაშორისო მეთოდოლოგიებთან შესაბამისობა, მოცვის ხარისხი, გამჭვირვალობა და სტატისტიკურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა“ – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ორგანიზაცია Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory – ODIN) რიგით მეხუთე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიოს ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასება, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. ODIN-ის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემის საერთო შეფასებამ 69 ქულა შეადგინა. ამასთან, ქვეყნის რეიტინგი, წინა შეფასებასთან შედარებით, 8 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 39-დან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, რუმინეთი, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, ლატვია, მალტა) და ისტორიაში პირველად, ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში დასახელდა. ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი და ინდონეზია. ამასთან, ODIN-ის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა რეიტინგით ისეთი ქვეყნების დონეზეა, როგორიცაა – ავსტრია, შვეიცარია და მექსიკა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ჩაერთონ კომისიის საქმიანობაში და საკუთარი ბრალდებები ფაქტებით დაადასტურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ ისინი არ არსებობს
Next post ნათია თურნავამ განმარტა, რატომ ეკისრებათ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა 1-ელ და 8 თებერვალს გახსნილ ბიზნესებს