პარასკევი, ნოემბერი 21, 2025

მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას თამარ ხულორდავამ მხარი დაუჭირა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ჟურნალისტებთან საუბარში ხულორდავა აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კითხვები არსებობს, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს. ინფორმაციას “პირველი არხი ავრცელებს.

„ჩემი პოზიცია კენჭისყრამდეც დავაფიქსირე, ახლაც. გამოძიება აუცილებელია და ჩემთვის გამოძიების ყველა ფორმა მისაღებია.

კითხვებს, რომელზეც ამ საქმეზე არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს. ყველამ თავისი განწყობით იხელმძღვანელა“, – განაცხადა დეპუტატმა.

ხულორდავას გარდა კომისიის შექმნას მხარი უმრავლესობის კიდევ ორმა წევრმა – ირინე ფრუიძემ და ირაკლი შიოლაშვილმა – დაუჭირა.

პარლამენტში კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღეს  ჩავარდა, მას მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 22 წავიდა.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლის, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თუმცა, Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ მას ცრუ ბრალდება წაუყენეს.

საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მეცნიერებმა სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებმა - სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა გელა ყიფიანმა, ასოცირებულმა პროფესორებმა ანა ტაბატაძემ, ნინო ბახტაძემ და სპეციალისტმა ვიტალი ტყაბლაძემ ქალაქ ერევანში, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტში (National University of Architecture and Construction of Armenia - NUACA) გამართულ სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - ICCEE 2025 (International Conference on Civil and Environmental Engineering) მონაწილეობა მიიღეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორს - პროფესორ მანუკ ბარსეღიანსა და სომეხ მეცნიერებს, კონფერენციის დელეგატებს 14 ქვეყნის 25 უნივერსიტეტიდან, ასევე, დარგში მოქმედი ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელ პირებს, წამყვან სპეციალისტებსა და ექსპერტებს ვიდეომიმართვით მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, გლობალური გამოწვევების ეფექტიანი დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითა და რეგიონული პარტნიორობით არის შესაძლებელი, რაც თავის მხრივ, საინჟინრო, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგრადობის დამატებით გარანტიებს ქმნის.„თანამედროვე მსოფლიოში - ამ დაჩქარებული ურბანიზაციის, კლიმატური ცვლილებებისა და სწრაფი ტექნოლოგიური გარდაქმნების ხანაში - სადაც მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური ბალანსის დაცვა და ინფრასტრუქტურული პროგრესი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული - გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მეცნიერებისა და პრაქტიკის სინთეზი და ამასთან ერთად, იზრდება სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის სპეციალისტთა, მკვლევართა და ექსპერტთა როლი. გლობალური გამოწვევების ეფექტიანი დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითა და რეგიონული პარტნიორობით არის შესაძლებელი, რაც საინჟინრო, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგრადობის დამატებით გარანტიებს ქმნის. გვჯერა, ICCEE 2025-ი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის მეტად განვითარებას. მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმები ქმნის შესაძლებლობას, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალურ რესურსების გამოყენებით ერთად შევიტანოთ წვლილი როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ პროგრესში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას კონფერენციის მასპინძელი უნივერსიტეტის, მისი რექტორის, პროფესორ მანუკ ბარსეღიანის, ამ სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორების, მისი მონაწილეების მიმართ და შეკრებილ საზოგადოებას ნაყოფიერი სამუშაო გარემოს ვუსურვებ“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა ვიდეომიმართვაში. სტუ-ის ინფორმაციით, ICCEE 2025-ის სექციებზე მოხსენებით 56 მეცნიერი წარსდგა. მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა გელა ყიფიანმა წარმოადგინა ნაშრომი - „ლითონის ნარანდიანი ხიმინჯების გამოყენება მეწყერსაშიშ ზონებში“, ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ბახტაძემ - „ბეტონის სულფატომედეგობის გამაძლიერებელი შემვსები დანამატის წარმოების და გამოყენების დანერგვა შავიზღვისპირეთში“.

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის წარმომადგენლები ემოციურად გამოვიდნენ და დაუპირისპირდნენ ფეხბურთელებს, მათი დავალებაა, რომ ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს

მინდა, გავიხსენო ის, რაც იკადრეს ფეხბურთელებთან მიმართებით, აქაც ის კი არ არის, ემოციურად გამოვიდნენ და დაუპირისპირდნენ ფეხბურთელებს, ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, ეს არის მათი დავალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ დავალებას ზოგი შეგნებულად, ზოგი კი უნებლიედ ასრულებს.„ეს არის მოცემულობა. ეს არის ამ იდეოლოგიის მთავარი არსი, სიძულვილის თესვა. საზოგადოებას არ უნდა ჰყავდეს ავტორიტეტი, რადგან გარედან უნდა იყოს ადვილად სამართავი. ამის გამოძახილი თითოეული ის ქმედება, რასაც ეს ადამიანები ახორციელებენ. შესაბამისად, ერთი მხრივ, ეს ადამიანები არიან სიბრალულის ობიექტი, რადგან ძალიან მძიმე ამბავში არიან შესული, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება ამ ყველაფრის მიმართ იყო მშვიდად განწყობილი. ისინი ძალიან მძიმე ფორმით უპირისპირდებიან ჩვენს ძირეულ, ეროვნულ, ქვეყნის ინტერესებს. სამშობლო, ეკლესია, სიძულვილის თესვა, ეს არის მთავარი ხაზები, როგორ შეიძლება, ამის მიმართ იყო ლოიალური. ამიტომ, ჩვენ პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამ ადამიანების წინააღმდეგ, მათი ბრძოლის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერის შეფასებით, მათი ბრძოლა დაკავშირებულია სამშობლოს ფენომენის მოსპობასთან, ეკლესიის რეპუტაციის შელახვასთან და ამ ხელწერის მთავარი მახასიათებელი, ბოლშევიზმისა და ფაშიზმის მსგავსად საზოგადოებაში სიძულვილის თესვაა.„ხშირად ვიხსენებ ხოლმე რობერტ ფიცოს გამოსვლას. 10-წუთიანი ვიდეოა, მას შემდეგ, რაც ესროლეს, საავადმყოფოში ჩაწერა ეს ვიდეო, რასაც ყვება, რა ხდება ქუჩებში, რაც ხდება თეატრებში, რა ხდება პოლიტიკოსების მიმართ, რა ხდება ავტორიტეტების მიმართ, ეს ეხება სლოვაკეთს, გეგონება, რომ საუბრობს საქართველოზე, რადგან ერთი ხელიდან იმართება. სიძულვილის თესვა, ქვეყანასთან დაპირისპირება, ეს არის მთავარი ხაზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ.„გიგლა ბერბიჭაშვილიც საცოდავი კაცი იყო. იყო ერთი უბრალო კაცი, გააგიჟეს. იქაც იგივე იყო, რომ ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს – დღევანდელი იდეოლოგიაც ეს არის, მაშინდელიც ეს არის. მთელი პროპაგანდა მიდიოდა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ, თანაბრად იყვნენ ჩართული ამაში ბოლშევიკებიც და მენშევიკებიც, გააგიჟეს ეს საცოდავი კაცი, არც ინტელექტი ჰქონდა არც არაფერი, დაიჯერა, რომ თავად ჰქონდა უპირატესობა ილია ჭავჭავაძის მიმართ და ესროლა. ერთი მხრივ, საცოდავი კაცი იყო, მაგრამ ასე თუ შეხედავდი, მაშინ წაახალისებდი იმას, რაც გააკეთა. რაც ფიცოს შემთხვევაშიც მოხდა. არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ. ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ნებისმიერ რადიკალურ მანკიერ იდეოლოგიას ახასიათებს ძირეულ ფასეულობებთან დაპირისპირება, ოპოზიციის ძირითადი ხაზები არაფრით განსხვავდება ბოლშევიკური იდეოლოგიისგან

ძალიან მძიმე ფორმით უპირისპირდებიან ჩვენს ძირეულ, ეროვნულ, ქვეყნის ინტერესებს, სამშობლო, ეკლესია, სიძულვილის თესვა, ეს არის მთავარი ხაზები, როგორ შეიძლება, ამის მიმართ იყო ლოიალური. ამიტომ, ჩვენ პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის კონკრეტული იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ „ღირებულებებს“ და ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ყველანაირი ფასეულობა დაუკარგოს ადამიანებს.„ეს ხომ არ არის ახალი, ასეთი იდეოლოგია წარსულშიც არსებობდა, ფაშიზმი, რაც ისტორიაში ყველაზე მტკივნეულად გვახსოვს, ერთი საუკუნის წინ, ბოლშევიზმი. მაშინ ხომ გახსოვთ, რომ ეთნიკურად ქართველები იყვნენ ადამიანები, რომლებიც  იყვნენ ბოლშევიკები, რომლებიც საკუთარი ხელით ხვრეტდნენ ადამიანებს, პატრიოტებს და რომლებიც კამპანიას აწარმოებდნენ საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არ არის ახალი ხილი. ნებისმიერ რადიკალურ მანკიერ იდეოლოგიას ახასიათებს ასეთი რამ, რომ უპირისპირდება ძირეულ ფასეულობებს, ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. რეალურად ძირითადი ხაზები არაფრით არ განსხვავდება ბოლშევიკური იდეოლოგიისგან. აქაც იგივე ხდება, შენ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, პატივს არ უნდა სცემდე შენს ეკლესიას და სიძულვილი უნდა თესო. ბოლშევიზმსაც ხომ ეს ახასიათებდა, ყველგან სიძულვილი. ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას მართავენ

პარლამენტთან შეკრებილები თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.აქციის მონაწილეები ტრადიციულად არ ამბობენ, თუ რა მიმართულებით აპირებენ მსვლელობას.თუმცა, როგორც მსვლელობის დაწყებამდე განაცხადეს, დღევანდელ მსვლელობას არ ექნება გრძელი მარშრუტი.მათივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება იყო, დღეს აქციის მონაწილეებს მოუწოდეს არ მიაყენონ შეურაცხყოფა პოლიციას იმისათვის, რომ პროტესტი გაგრძელდეს „მინიმალური დანაკარგებით“.მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვება პოლიცია, ისინი აქციის მონაწილეებს გზაზე გადასვლის და გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

ირაკლი კობახიძე – „იგლ ჰილსის“ პროექტს უპრეცედენტო წვლილის შეტანა შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში, 11 მლრდ ლარი იქნება წვლილი, ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რამაც შეიძლება,...

ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა, 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი და ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რამაც შეიძლება, 20 მლრდ ლარს გადააჭარბოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.კობახიძის შეფასებით, ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი, რასთან დაკავშირებითაც სპეკულირება არ უნდა იკადროს ოპოზიციამ, თუმცა, პრემიერის თქმით, ამას მაინც არ თაკილობენ.„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი, როდესაც უპირისპირდებიან ხოლმე ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს. იქაც ყველაფერი ერთი ხელიდან არის ხოლმე მართული და აქაც იკვეთება, რომ ერთი ხელიდან უნდა იყოს ყველაფერი მართული. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, არის ჭრელი შემადგენლობა, რომელიც ერთი და იგივე აბსურდული გზავნილით საუბრობს, ჩანს, რომ საბოლოო ჯამში, ერთგვარი კოორდინაციაა. განვმარტე, დაახლოებით რა შეიძლება იყოს ამის უკან, მათ შორის, გავიხსენე კონკრეტული ელჩის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც იყო კარგი პრორუსი და ვიღაც არ იყო კარგი პრორუსი, შემდეგ, როგორც ჩანს, ვიღაც ასევე გახდა კარგი პრორუსი და ასე დალაგდა საერთო სპექტრი. არის რაღაცები, რითაც არ უნდა ისპეკულირო. გასაგებია, რომ პოლიტიკაში არის ხელისუფლება და ოპოზიცია და, ზოგადად, ოპოზიციის ინტერესებშია, მაქსიმალურად ყველაფერი აკრიტიკოს, რათა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმაგროს, მაგრამ საქმე როდესაც ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს, მგონია, რომ ოპოზიცია როცა ხარ, მაშინაც თავი უნდა შეიკავო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერის შეფასებით, „იგლ ჰილსის“ პროექტი არის საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და არა ვიწრო პოლიტიკური საკითხი, რადგან საქმე ეხება უპრეცედენტო ინვესტიციას.„ეს არ არის ერთი მორიგი საინვესტიციო პროექტი, სადაც, მაგალითად, ერთი სასტუმრო აშენდება და კარგია, მაგრამ ერთი სასტუმროა და შეიძლება, გამოხვიდე შენი კრიტიკული მოსაზრებებით რაღაცასთან დაკავშირებით. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა. ეს ციფრებში გამოვხატეთ – საუბარია დაახლოებით იმაზე, რომ 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი. ჩვენი ეკონომიკა ამ წლის ბოლოს გახდება 100 მლრდ ლარზე ცოტა მეტი. წარმოიდგინეთ, ამ მასშტაბის ეკონომიკისთვის რამხელა დანამატია 11 მლრდ ლარი მარტო ერთი პროექტიდან. საუბარია ერთ პროექტზე და მხოლოდ პირდაპირ ეკონომიკურ ეფექტზე. ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რაც შეიძლება, დიდი ალბათობით, 20 მლრდ ლარს გადასცდეს. ეს არ არის მორიგი საინვესტიციო პროექტი, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება ზერელე დამოკიდებულება გქონდეს. ამ მასშტაბის ინექციაზეა საუბარი ჩვენს ეკონომიკაში. ბიუჯეტს რაც შეეხება, ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად, სულ მცირე, დაემატება 700 მლნ ლარი მხოლოდ ამ პროექტის ხარჯზე, აქედან 500 მლნ გადასახადების სახით და, სულ მცირე, 200 მლნ საშუალოდ, წლიურად, დივიდენდის სახით, რომელიც 33 %-ის ოდენობით წამოიღო ჩვენმა ქვეყანამ. 24 000 არამუდმივი სამუშაო ადგილი იქნება საშუალოდ მშენებლობის პერიოდში და შემდეგ რჩება 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი. აქაც ხედავთ, რამხელა წვლილი შეაქვს პროექტს ჩვენს ეკონომიკაში, დასაქმებაში, ბიუჯეტში. ეს არ არის ერთი მორიგი პროექტი, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება, იკადრო სპეკულირება. ზოგადად, არ უნდა იკადრო, მაგრამ არის რაღაც თემები, სადაც ასე სპეკულირება წარმოუდგენელია, თუმცა ასეთ ქმედებას არ თაკილობენ. სრულ აბსურდზე საუბრობენ. უნაკლო პროექტია. შეიძლება, რაღაც პროექტი იყოს კარგი, მაგრამ ჰქონდეს გარკვეული ნაკლი, ჭარბი განაშენიანება შეიძლება იყოს დაკავშირებული და ასე შემდეგ. ეს პროექტი თითოეული შემადგენლით უნაკლოა“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები