მურმან მარგველაშვილი ტარიფის ზრდაზე: დარგის შესანარჩუნებლად სემეკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო

Read Time:31 Second

ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ დარგის შესანარჩუნებლად სემეკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო. „გაზის ტარიფი ლარის კურსის ცვლილების გამო გაიზარდა. ქვეყანაზე უფასო არაფერია და ეს რომ არ ასახულიყო ტარიფში, ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა ბიუჯეტიდან დაფარვა კურსის ცვლილებით გამოწვეული სხვაობის, რაც ისევ ჩვენი ფულის გადახდა გამოდის“, – აცხადებს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი. სემეკმა ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფი ბოლოს 2019 წლის 31 დეკემბერს დაადგინა, როდესაც ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2,8677–ს შეადგენდა. ლარი დღემდე რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 8 თეთრამდე გაიზარდა და 1 მ3–ის ფასი 1–ლი ივნისიდან 54 თეთრი იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკმა 27 მაისის სხდომაზე მიიღო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი – სამწუხაროდ, პროტესტმა, რომელიც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ზოგიერთ მონაწილეს გულწრფელად ჰქონდა, უკვე სხვა ფორმა მიიღო
Next post გიორგი ხოჯევანიშვილი-27 მაისს ქართული დიასპორის დღე აღინიშნებამინდა, ყველამ ერთად, თავდაუზოგავი შრომით უნდა შევქმნათ სწორედ ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ყველა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას და ოჯახზე ზრუნვას