მურმან დუმბაძე: კაცი გეუბნება არ მაინტერესებს შენი კანდიდატის სტატუსიო, ამის თქმას არ ჯობია ცოცხი გაგიყარონ?

Read Time:46 Second

ქალაქის მერი გამოდის და ამბობს, იცით რა თუ კანდიდატის სტატუსს არ მიიღებენ, სულ არ მაინტერესებს ეს სტატუსი, დაიტოვონ მათთვის. ცოცხის გაყრა არ ჯობია ამ სიტყვას?,- ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მურმან დუმბაძე ქალაქის მერის, კახა კალაძის ევროკავშირის კანდიდატისსტატუსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადების გაკეთებას ცოცხის გაყრა სჯობს.

მისივე თქმით, ღირსების დაკარგვაზე უარესი არაფერი არაა. ის ცოცხი ძალითგაუკეთეს და ჩვენ ნებაყოფლობით ვიყრით ღირსებას.

„ქალაქის მერი, პირდაპირი წესით არჩეული მილიონიანი ქალაქის მერი გამოდის და ამბობს, იცით რა თუ კანდიდატის სტატუსს არ მიიღებენ, სულ არ მაინტერესებს ეს სტატუსი, დაიტოვონ მათთვის. და ამ დროს, ეს კაცი საკუთარ ბიზნესებს ავითარებს ევროპაში, ამაზე მეტი შეურაცხყოფა, ცოცხის გაყრა არ ჯობია? ამ სიტყვას რომ ქართველ კაცს ეტყვის კალაძე, ამას არ ჯობია ცოცხი გაგიყარონ? რა უბედურებაა, კაცი გეუბნება რომ ფეხებზე მკიდია შენი სტატუსიო. ღირსების დაკარგვაზე უარესი არაფერი არაა. ის ცოცხი ძალით გაუკეთეს და ჩვენ ნებაყოფლობით ღირსებას ვიყრით“, – განაცხადა დუმბაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ხალხის ძალა“: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა – რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში
Next post დიმიტრი ხუნდაძე: პირველი მოსმენით მიღებისთანავე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება