დიმიტრი ხუნდაძე: პირველი მოსმენით მიღებისთანავე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება

Read Time:21 Second

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც პარლამენტი ორივე კანონპროექტს მხარს პირველი მოსმენით დაუჭერს.

„პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე გვინდა მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მურმან დუმბაძე: კაცი გეუბნება არ მაინტერესებს შენი კანდიდატის სტატუსიო, ამის თქმას არ ჯობია ცოცხი გაგიყარონ?
Next post ირაკლი კობახიძე: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კანდიდატის სტატუსთან არავითარი კავშირი არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო – დადგენილია მხოლოდ გამჭვირვალობის სტანდარტი