მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 61 მილიონს გადააჭარბა

Read Time:27 Second

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 61 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა მილიონ 400-ათასზე მეტი ადამიანი, 42 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რაოდენობით, კვლავ ლიდერ პოზიციაზეა შეერთებული შტატები, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 13 მილიონს აღემატება. მეორე ადგილზე 9 მილიონზე მეტი ინფიცირებულით, ინდოეთია, მესამეზე კი-ბრაზილია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვალიდან საქართველოში ორთვიანი შეზღუდვები ამოქმედდება
Next post ჯანმო: აუცილებელია, ადამიანები მეტად იყვნენ ფიზიკურად აქტიურები