მსოფლიოს ქალაქებს შორის თბილისი ერთ-ერთი ყველაზე იაფია

Read Time:1 Minute, 42 Second

Numbeo-ს სამომხმარებლო ფასების, დანაშაულის შეფასების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების მონაცემთა ბაზამ 2018 წლის თებერვალში ანგარიშები განაახლა. კვლევის მიხედვით, 545 ქალაქს შორის, თბილისი 509-ე ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში ცხოვრება საკმაოდ იაფია.

თბილისის ცხოვრების სიიაფის ინდექსი 31.91-ია. ამავე ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი ციურიხია, მისი ინდექსი კი – 147.71-ია.

ანგარიშში მოცემული მონაცემების მიხედვით, 4-სულიანი ოჯახი თვეში დაახლოებით 3,375.24 ლარს ხარჯავს (ქირის გარეშე), ხოლო ერთი ადამიანი – 950.36 ლარს (ქირის გარეშე). თბილისის ცხოვრების სიიაფის ინდექსი ნიუ-იორკის ინდექსზე 68.09%-ით ნაკლებია.

რეიტინგში მოცემული ფასები შემდეგნაირად გადანაწილდა:

რესტორანი:

იაფფასიანი რესტორანი – 15 ლარი
საშუალო დონის რესტორანი ორ კაცზე – 50 ლარი
მაკდონალდსი – 11.50 ლარი
ადგილობრივი ლუდი – 2.50 ლარი
იმპორტული ლუდი – 4.00 ლარი
კაპუჩინო – 3.84 ლარი
კოკა-კოლა/პეპსი – 1.24 ლარი
წყალი – 0.53 ლარი

მარკეტები:

რძე – 2.89 ლარი
ბრინჯი – 2/09 ლარი
კვერცხი – 3.44 ლარი
ადგილობრივი ყველი – 8.79 ლარი
ვაშლი – 2.32 ლარი
ბანანი – 3.61 ლარი
ფორთოხალი  – 3.16 ლარი
პომიდორი – 2.27 ლარი
კარტოფილი – 1.19 ლარი
ხახვი – 1.16 ლარი
წყალი – 0.89 ლარი
ღვინო – 10.00 ლარი
ადგილობრივი ლუდი – 2.08 ლარი
იმპორტული ლუდი – 3.17 ლარი
თამბაქო (მარლბორო) – 4.00 ლარი

სპორტი და თავისუფალი დრო:

ფიტნეს კლუბი, თვიური მაჩვენებელი ზრდასრულ ადამიანზე – 89.44 ლარი
ტენისის კორტის ქირაობა (ერთი საათით) – 23.00 ლარი
კინო (ერთი ადგილი) – 10.00 ლარი

ბავშვის მოვლა:

ბაღი (საშუალო თვიური ერთ ბავშვზე) – 328.19 ლარი
დაწყებითი სკოლა (წლიური საშუალო ერთ ბავშვზე) – 8,480.00 ლარი

ტანისამოსი და ფეხსაცმელი:

ჯინსი (“ლევისი” ან მსგავსი ბრენდი) – 132.38 ლარი
ერთი საზაფხულო კაბა (ზარა, H&M, … ) – 85.00 ლარი
ნაიკის სარბენი ფეხსაცმელი – 190.00 ლარი
მამაკაცის ტყავის ფეხსაცმელი – 190.56 ლარი

ყოველთვიური გადასახადი:

აპარტამენტი ქალაქის ცენტრში (ერთი საძინებლით) – 793.04 ლარი
აპარტამენტი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით (ერთი საძინებლით) – 455.91 ლარი
აპარტამენტი ქალაქის ცენტრში (სამი საძინებლით) – 1,700.00 ლარი
აპარტამენტი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით (სამი საძინებლით) – 911.11 ლარი

აპარტამენტების ყიდვა:

ქალაქის ცენტრში აპარტამენტის ყიდვა (ფასი კვადრატულ მეტრზე) – 2,490.66 ლარი
ქალაქის ცენტრიდან მოშორებით აპარტამენტის ყიდვა (ფასი კვადრატულ მეტრზე) – 1,439.02 ლარი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კალაძე: თბილისის განვითარების საინვესტიციო პორტფელზე ვმუშაობთ
Next post ზაზა ფაჩულიას გუნდმა “ფინიქსი” დაამარცხა