მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება ერთ დღეში 114 მილიარდი დოლარით შემცირდა

Read Time:50 Second

მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანი ერთი დღის განმავლობაში 114 მილიარდი დოლარით გაღარიბდნენ, მას შემდეგ, რაც 5 თებერვალს ამერიკული ბაზრის ინდექსი რეკორდულად დაეცა. ამის შესახებ სააგენტო  Bloomberg-ი წერს.

ყველაზე მეტად საინვესტიციო კომპანია  Berkshire Hathaway-ს დამაარსებელი უორენ ბაფეტი დაზარალდა, რომელიც მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანი. Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, მისი ქონება 5,1 მილიარდი დოლარით შემცირდა.

Facebook-ის ხელმძღვანელის მარკ ცუკერბერგის ქონება 3,6 მილიარდი დოლარით შემცირდა, ხოლო მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის, Amazon-ის დამაარსებლის ჯეფ ბეზოსის ქონება ერთ დღეში 3,3 მილიარდი დოლარით შემცირდა. მათ შემდეგ მოდიან Google-ის შემქმნელები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი, რომლებმაც 2,3 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

გუშინ, Dow Jones-ის საფონდო ინდექსი 1175 პუნქტამდე დაეცა. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ეს პირველად მოხდა. აშშ-ის წამყვანი ფინანსური ინდექსი 4,6%-ით შემცირდა და ამით 2008 წლის 29 სექტემბრის რეკორდი მოიხსნა. მაშინ ინდექსი 777,68 პუნქტამდე დაეცა, რის შემდეგაც კონგრესმა ბანკებისთვის 700 მილიარდი დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

ბირჟებზე ვაჭრობის შედეგების თანახმად, S&P-ის ინდექსიც 4 %-ით ანუ 113 პუნქტით შემცირდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საფრანგეთში ქართული ქვევრის ღვინის კულტურას გაეცნენ
Next post ბესელია ჩაბუქის საქმეზე: სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი არ უნდა ვუკარნახოთ