მსახიობ ბრიუს უილისს 67 წლის ასაკში მწვავე დემენცია დაუდგინდა

Read Time:45 Second

მსახიობ ბრიუს უილისს 67 წლის ასაკში მწვავე დემენცია დაუდგინდა

მსახიობს  რამდენიმე თვის წინ ოჯახის წევრების თქმით 67 წლის უილისს აფაზია დაუდგინდა – მეტყველების დარღვევა, რომელსაც ტვინის დაზიანება იწვევს.

“ბრიუსი ასრულებს კარიერას, რომელსაც მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ ოჯახს რთული დრო დაუდგა, ვაფასებთ თქვენს სიყვარულს, თანაგრძნობას და მხარდაჭერას”. – წერია განცხადებაში.

აქამდე ყვითელ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ უილისს ტექსტის დამახსოვრების პრობლემა აქვს და ხშირ შემთხვევაში გადასაღებ მოედანზე ყურის მიკროფონს იყენებს, რომელიც სუფლიორის ფუნქციას ასრულებს. 2021 წლის დასაწყისში მსახიობი აფთიაქიდან პირბადის გარეშე ყოფნის გამო დაცვამ გაიყვანა. მოწმეების თქმით უილისს კისერზე ბენდენა ეკეთა და შენიშვნის მიუხედავად სახე არ დაიფარა, რამდენიმე მათგანის თქმით მსახიობი ძალიან დაბნეული იყო და თითქოს ვერ მიხვდა რას ითხოვდნენ მისგან აფთიაქის თანამშრომლები. მეორე დღეს უილისმა საქციელისთვის ბოდიში მოიხადა.

რამდენიმე კინოკრიტიკოსმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში უილისი ბევრ უხარისხო, მაგრამ ფინანსურად მომგებიან ფილმში თამაშობს. მათი აზრით მსახიობი მცირე დროში დიდი ანაზღაურების მოპოვებას ცდილობს. ფული შესაძლოა ძვირადღირებული მკურნალობისთვის სჭირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ია მეტრეველი: არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ხალხზე მოამაგე ადამიანს, დიდ ქველმოქმედსა პატრიოტს ბატონ ბიძინა ივანიშვილს უსამართლოდ მიაყენონ ზიანი და ცილი დასწამონ
Next post ნიკა გვარამია: სააკაშვილის საკითხზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიშას არა უბრალოდ კლავენ, არამედ იმიტომ კლავენ, რომ ევროპამ სამუდამოდ დაგვიხუროს კარები…ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რამეს ვერ იკადრებენ. იკადრებენ!