„მოსადმა“ ისრაელის მოქალექეების წინააღმდეგმიმართული ტერქტები აღკვეთა

Read Time:42 Second

ისრაელის საგარეო დაზვერვის („მოსადის“) უფროსის დავით ბარნეას
ინფორმაციით ქვეყნის სპეცსამსახურებმა უცხოეთში მოქალაქეების
წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე ათეული ტერორისტული აქტი
აღკვეთეს.
საუბარი ეხება, ირანის წარმომადგენლების მცდელობას თურქეთს
ტერიტორიაზე ისრაელის მოქალაქეებს დასხმოდნენ თავს. რამდენიმე
თვის წინ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის
ხელმძღვანელობამ სტამბულში, თურქეთში, სამი მებრძოლთა ჯგუფი
გააგზავნა, რომელთა დავალებაც ერტადერთი იყო, მოეხდინა
ტერაქტების ორგანიზება ებრაელთა და ისრაელის მოქალაქეთა
წინააღმდეგ. „მოსადმა“ თურქეთის სპეცსამსახურების დახმარებით
შეძლო ამ ტერაქტების თავიდან აცილება.
დავით ბარნეამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ თუ ირანთან
„ატომურ ხელშეკრულებას“ ხელი მოეწერება“მოსადი“ გააგრძელებს
საკუთარ მუშაობას ირანის ტერიტორიაზე. მან ხაზი გაუსვა ამ
შეთანხმების ხელმოწერის შედეგად არსებულ ხიფათებს.
ხელშეკრულების ხელმოწერიდან,საერთაშორისო სანქციების მოხსნის
შემდეგ, პირველსავე წელს ირანის ხელისუფლებას დაახლოებით 90
მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვებზე მიეცემა წვდომა.
„დარწმუნებული ვართ,რომ ამ თანხების ძირითადი ნაწილი
საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერას მოხმარდება ( მათ შორის
„ჰესბოლას“ ლიბანში, და „ჰუსიტებს“ იემენში) – ხაზი გაუსვა საკუთარ
გამოსვლაში დავით ბარნეამ.
ფოტო: დავით ბარნეა. მთავრობის პ/ს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი – უკეთესი იქნებოდა, დეგნანს დაეგმო თავისი ქვეყნის კონგრესმენის, კინზინგერის განცხადება, რომ საქართველოში არის პრორუსული ხელისუფლება და საქართველოდან უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა უნდა გაყარონ
Next post The Business Times: CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი