შაბათი, ივლისი 12, 2025

მონაკოს პრინცესას ვიზიტი საქართველოში საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით ხორციელდება

დღეს საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით მონაკოს პრინცესა, შარლინ უოტსტოკი და მონაკოს სამეფო დელეგაცია სტუმრობს. პრინცესას ვიზიტი მიმდინარეობს, საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით, რომელიც შეიქმნა სმენადარღვეული ბავშვების რეაბიიტაცია-აბილიტაციასათვის. მისი დამფუძნებელი გახლავთ ვანო ჩხარტიშვილი და მისი მეუღლე ქალბატონი ნანა გოთუა. ფონდი უკვე წლებია ემსახურება სმენადაქვეითებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს.
ვიზიტის ფარგლებში პრინცესამ მის მასპინძელთან – საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ დამფუძნებლებთან ვანო ჩხარტიშვილთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან – მიხეილ ჩხენკელთან, ასევე სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში მდებარე სპორტული კომპლექსი და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი დაათვალიერა. საპატიო სტუმართა შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი ჟოელ ბუზუ და მონაკოს სამთავროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის დირექტორი იზაბელ ბონალი. დელეგაციის წევრები სპორტულ კომპლექსში მდებარე რაგბისა და ფეხბურთის მოედნებზე ახალგაზრდა სპორტსმენების ვარჯიშს დაესწრნენ. მონაკოს სამთავროს სახელით, პრინცესამ სარაგბო კლუბ „თბილისს“ მიკროავტობუსი გადასცა.
ვიზიტი საქველმოქმედო ფონდ „აი ია“- ში დასრულდა, სადაც პრინცესას მის მიმართ მადლიერების გამოსახატავად, ფონდის დამფუძნებლებისგან გადაეცა ბორდის საპატიო წევრობის სიგელი. პრინცესას აგრეთვე გადაეცა ფონდ „ქართული გალობის“ ჯილდო „მადლიერების ჩიტი“, იმ საქველმოქმედო პროექტებში შეტანილი წვლილისთვის, რომელსაც იგი ბავშვთა დაცვისა და მათი ზრუნვის პროექტებით ახორციელებს.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით… ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი…” – რას ამბობს თვითმხილველი რიკოთზე მომხდარ ავარიაზე რომელსაც სამი ადამიანი მათ შორის 3 წლის ბავშვის...

რიკოთზე წუ­ხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.არსებული ინფორმაციით, ტრა­ი­ლერ­ი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლს დაეჯახა.თვითმხილველების თქმით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, დაღუპულია 3 წლამდე ბავშვი.ავა­რი­ის გამო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი რი­კოთ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყო.„არ ვიცი, ახლა ამას აქ რატომ ვწერ, დილის 05:16 საათია. ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით, ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი, ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, და აი, ეს მოხდა! 5 წლის ბავშვი წამებში გარდაიცვალა! ცოცხალია მშობლები და 2 შვილი, თუმცა არ ვიცი, ამ მდგომარეობიდან რა გამოიყვანთ... ერთი მინდა გითხრათ, გაუფრთხილდით თქვენს თავებს და სხვებს. არავინ ვიცით, ჩვენ გადაწყვეტილებებს რა მოჰყვება. ძალიან გთხოვთ, იარეთ ნელა!" - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.ამ დროისთვის რიკოთზე მოძრაობა აღდგენილია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1300-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 1300-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს. ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით "ესოშიეითედ პრესმა" გაავრცელა.როგორც საქმესთან დაკავშირებულმა წყარომ გამოცემას უთხრა, დიპლომატიური უწყება გათავისუფლების შესახებ წერილს იმ 1,107 საჯარო მოხელეს და დიპლომატიური სამსახურების 246 თანამშრომელს უგზავნის, ვინც შეერთებულ შტატებში მსახურობს.სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს ოფიციალურად 120 დღეში გაათავისუფლებს, საჯარო მოხელეებს კი 60 დღის შემდეგ.

1882 წელს აგებული ტაძარი და მისი საიდუმლო მიწისქვეშა საკურთხეველი

ავლაბარი, წმ. პეტრე-პავლეს სასაფლაო- მოციქულთა თავთა წმ.პეტრე-პავლეს ეკლესია ისტორია: გადმოცემის თანახმად, ტაძარი მოცემულ ტერიტორიაზე წინასწარმეტყველების საფუძველზე აიგო. თავდაპირველი ხის ეკლესია მოგვიანებით აგურის ბაზილიკამ შეცვალა. იგი აშენებულია მართლმორწმუნე ცოლ-ქმრის მაისურაძეების მიერ, რომელნიც ტაძარში არიან დაკრკძალულნი. ათიოდე წლის წინ იატაკის გამოცვლის დროს ფილაქანზე მიაკვლიეს წარწერას. სავარაუდოდ, ეს არის ტაძრის აგების ან განახლების თარიღი - 1882 წ. იატაკის ქვეშ აღმოაჩინეს საკურთხეველი და ამბოინი. უბნის მხცოვანი მოსახლეობის მოწმობით, ათეიზმის ხანაში სარწმუნოების სასტიკი დევნის დროს, ამ მიწისქვეშა საკურთხეველში ფარულად აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. ბოლო წლებში ტაძარი ორჯერ გაძარცვეს, წაიღეს უამრავი ხატი. მთავრობის აპარატისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ძალისხმევით, პირველი ძარცვის დროს წაღებული ხატების უმეტესობა დააბრუნეს, მაგრამ მეორედ გულგრილობა გამოიჩინეს. თუმცა, ღვთის რისხვამ არ დააყოვნა: ერთ-ერთი მძარცველი ერთი წლის შემდეგ აღესრულა, მეორე ციხეშია - სულიერი აშლილობის ზღვარზე მყოფი, მესამეს რვა თვის ბავშვი დაეღუპა, თავად კი საპყრობილეში მოხვდა. ხატები: 90-იან წლებში ტაძარი ერთიანად მოიხატა მრევლის ერთ-ერთი წევრის ირაკლი ცინცაძის მიერ. ხატებიდან აღსანიშნავია მისი დაწერილი ღვთისმშობლის ხატი: „შენ ხარ ვენახი“ (ხატი ამჟამად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია), რომელიც დღიდან კურთხევისა უამრავ სასწაულსა და კურნებას აღასრულებს. განსაკუთრებით პატივსაცემია ახლადშექმნილი ღვთისმშობლის ხატი „იღუმენია ათონისა“, მაცხოვრის ხატი „სუთ ამისგან ყოველთა“ - ქრისტეს ვნებისა და ევქარისტიის გამომხატველი (შექმნილია მე-19 საუკუნის რუმინული ხატის მიხედვით). საქართველოში სქიზმატური მოძრაობის აღზევების დროს შეიქმნა ხატი „საიდუმლო სახე ეკლესიისა“, ვითარცა ტაძრის სამღვდელოებისა და მრევლის პოზიციის გამომხატველი სქიზმისა და ეკუმენიზმის მიმართ (ამოსავალია ათონის ერთ-ერთი მონასტრის კედლის მოხატულობა). ხატი „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ დაიწერა დუჭეთის რაიონის სოფელ დავათის ღვთისმშობლის ტაძარში დაცულ ქვის სტელის მიხედვით.  ახალი ხატებიდან აღსანიშნავია „ზეციურ მხედრობათა მთავარი მიქაელი - მფარველი მართლმადიდებლობისა“, „წმ. იოანე ნათლისმცემელი“ (საკურთხეველში). გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 27, 1999 წ

ბიძინა გიორგობიანი – საქართველოში, დაახლოებით, 230 არასამთავრობოა ბენეფიციარი გრანტების, რომელიც ევროკავშირიდან შემოდიოდა, რას ხმარდებოდა ეს დაფინანსება, ძალიან გაუმჭვირვალეა და გაუგებარი

ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოდან, დაახლოებით, 230 არასამთავრობო ორგანიზაციაა ბენეფიციარი გრანტების, რომელიც საქართველოში შემოდიოდა ევროკავშირიდან, – ამის შესახებ „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.„იქ მითითებულია თითქოსდა მიზნობრიობა ამ გრანტების; სახელი ჰქვია, დავუშვათ, მიმღები არის ყოველთვის, როგორც იქ აღნიშნულია, დირექტორატი, მაგრამ ფაქტობრივად რას ხმარდებოდა ეს დაფინანსება საქართველოში, რომელიც შემოდიოდა ევროკავშირიდან, ძალიან გაუმჭვირვალეა და გაუგებარი. აქ ლაპარაკია ძალიან დიდ თანხებზე. ეს არ არის, დავუშვათ, არც 10 მილიონი და არც 20 მილიონი ევრო. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ნაწილს თანხის, რაც შემოდიოდა ევროკავშირიდან, უნდა დავუმატოთ კიდევ თანხები, რომელიც საქართველოში შემოდიოდა USAID-ის გავლით, NED-ის გავლით აშშ-დან, ცალკეული საელჩოები გასცემდნენ კიდევ მიზნობრივ გრანტებს და ცალკეული ქვეყნების განვითარების სააგენტოები“, – განაცხადა გიორგობიანმა.მისი თქმით, ეს თანხები შემოდიოდა საქართველოში, რაღაც პარალელური სამყარო იყო შექმნილი ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში ეს თანხები აბსოლუტურად გაუმჭვირვალე იყო და საზოგადოებამ არ იცოდა, რა ტრიალებდა მის თავს.„ამერიკული FARA რომ გამოაქვეყნებდა, იქიდან ვიგებდით ხოლმე ვთქვათ, გიული ალასანიამ რამდენი ასეული ათასი დოლარი გადაიხადა სხვადასხვა ლობისტური კომპანიისთვის, რომ საქართველოზე ემუშავათ, მათ პარტიაზე და მათ პოლიტიკურ მიმდინარეობაზე. ევროკავშირში ეს არ გვქონდა და ძალიან კარგია, რომ ფრაქციამ „პატრიოტები ევროპისათვის“, რომელიც, როგორც იქნა, შეიქმნა ევროპარლამენტში, ოფიციალურად მოიპოვა ეს დოკუმენტაცია და გახადა საჯარო. აქამდე ეს არ ვიცოდით ჩვენ. ეს არის ფრაქცია, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ გავლენას იძენს და უკვე დისკომფორტს უქმნის იქაური ბიუროკრატიის ისეთ დიდ მონსტრებს, როგორიც არის ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები“, – განაცხადა გიორგობიანმა.

ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში დაღუპული მცირეწლოვანი აღსაზრდელის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „პალიტრავიდეო“ ავრცელებს.დაღუპულის ბავშვის დედის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.„რაც მოვიდა პასუხები, არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი ბაღში. დილით იყო ჩვეულებრივი დღე. არაფერი ყოფილა გამოკვეთილი, არც ცუდად გახდომა, არც სხვა წინაპირობა...მე და ჩემმა მეუღლემ წავიყვანეთ და დავტოვეთ ბაღში და წამოვედით სამსახურებში. უკვე საღამოს საათებში მაცნობეს, რომ ბავშვი იყო დაღუპული“, – ამბობს დედა.ცნობისთვის, შემთხვევა მიმდინარე წლის 5 მაისს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.წყარო: palitravideo.ge

ბოლო სიახლეები