მოგესალმებით, იუსტიციის სამინისტრო წინასააღდგომოდ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისათვის საქველმოქმედო აქციას მართავს

Read Time:24 Second

ეროვნულ არქივში იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. საქველმოქმედო აქციაზე საკუთარი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები სამინისტროს სისტემის 80-ზე მეტმა თანამშრომელმა წარმოადგინა.

ნამუშევართა რეალიზაციიდან მიღებული თანხა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება. კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს საჭირო ნივთებსა და პროდუქტებს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების სახელით სააღდგომოდ გადასცემენ.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა კონკრეტული ნივთის შეძენის გარეშე, მხოლოდ თანხის გაღებითაც არის შესაძლებელი. ამისათვის საგამოფენო დარბაზში სპეციალური ყუთებია განთავსებული.

გამოფენა-გაყიდვა დამთვალიერებლებს მთელი კვირის განმავლობაში, შაბათ-კვირის ჩათვლით, 11:00-იდან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ, კითხვარის 369 კითხვაზე პასუხი ევროკომისიას 9 მაისამდე უნდა გაეგზავნოს
Next post გიორგი ამილახვარი: ყველა ბავშვს, ვინც დაბადებულია 1-ელ ოქტომბრამდე, შესაძლებლობა ეძლევა წელს სკოლაში მივიდეს