მკვლელობის ამსახველი უმძიმესი კადრები – როგორ ესვრის 10-ზე მეტ ტყვიას აკო ჭელიძე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება, დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლიეს უმძიმესი ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს, როგორ ესვრის 10-ზე მეტ ტყვიას ბრალდებული აკო ჭელიძე 22 წლის ახალგაზრდას. ვიდეო მტკიცებულებას თავად ბრალდებულიც უყურებდა, დარბაზში იყვნენ მოკლული ნიკა კვარაცხელიას ნათესავებიც.
აკო ჭელიძის ადვოკატის ონისე მარგიანის თქმით, არ შეიძლება კაველაძეს მკვლელობის შესახებ სცოდნოდა, რადგან მეგობართან ერთად ბრალდებული ბორჯომში მიდიოდა.
“საფუძველი ამ ვიდეო მასალის უდავოობისა გახლდათ, რომ ის გამოიწვევდა დამატებით ტკივილს, თუმცა ბრალდების მხარის პოზიცია იყო, რომ მას მაინც სურდა მისი გამოკვლევა. დაიკითხა მოწმე, რომლის სახელსაც მე არ ვასახელებ, რომელმაც განმარტა, რომ სავარაუდო დანაშაულის დღეს ის და ერთ-ერთი ბრალდებული მიდიოდნენ ბორჯომში. მათი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე რაც ადასტურებს, რომ კონკრეტულად ბრალდებულ კაველაძეს არ შეიძლება სცოდნოდა იმ ფაქტის შესახებ რაც შემდგომ მოხდა,”- აცხადებს ონისე მარგიანი.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს საქმის პროკურორი. გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული მასალებით მტკიცდება წინასწარ განზრახული ჯგუფური დანაშაული და ასევე დგინდება, რომ გარდაცვლილი არც ერთ ბრალდებულს არ იცნობდა.
“მითითებული იყო ის გარემოება თუ, როგორ რა ვითარებაში ჩაიდინა ბრალდებულმა მკვლელობა, როგორ იყვნენ ისინი მომზადებულები, შერჩეული ჰქონდათ ადგილი, როგორ მიუახლოვდა და გადმოვიდა დამუხტული იარაღით. ზუსტად, რომ ქმედების პირთა ჯგუფის მიერ ადასტურებენ. დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული მასალებით დადგინდა, რომ გარდაცვლილი არ იცნობდა არც ერთ ბრალდებულს,” – აცხადებს გიორგი შაიშმელაშვილი.
საქმეზე მომდევნო სხდომა 18 თებერვალს გაიმართება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვახტანგ გომელაური: გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება – პარლამენტის ბლოკირების ან დეპუტატებისთვის შენობაში შესვლის ხელის შესვლისთვის, 4 წლამდე პატიმრობის მუხლს გამონაკლისის გარეშე ავამოქმედებთ
გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის...
აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის აღიარებითი ჩვენება და 1200 ლარი დავალების შესრულებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ჩვენება, საკანონმდებლო ორგანოსთან, 16 აპრილს განვითარებულ მოვლენებს აღწერს. პირი, რომელიც აქციას დეტალურად იხსენებს, სამართალდამცველებმა რამდენიმე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები – ალექსანდრე დარახველიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა...
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანა
უსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძის განცხადებით მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. მიმდინარე წლის 25...
აქციაზე, სავარაუდოდ, ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პარლამენტის (მე-8 მოწვევის) ყოფილი წევრი ალექსი( ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში...
„საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი…“ – შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე...