“მკაცრად ვგმობთ დავით კაჭარავას მისამართით გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს

Read Time:3 Minute, 49 Second

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო და­ვით კა­ჭა­რა­ვას მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და მკაც­რად გმობს მის მი­მართ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გან­ცხა­დე­ბებს. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

“და­ვით კა­ჭა­რა­ვა „ბორ­ჯღა­ლო­სან­თა“ იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი სპორ­ტის გულ­შე­მატ­კი­ვარს არა­ერ­თი და­უ­ვი­წყა­რი წუთი აჩუ­ქა და თა­ვის ქვე­ყა­ნას ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი მო­უ­ტა­ნა. და­ვით კა­ჭა­რა­ვა ის მო­რაგ­ბეა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კვარ­თით ოთხ მსოფ­ლი­ოს თას­ზე ითა­მა­შა (2007, 2011, 2015, 2019 წლებ­ში) და საფ­რან­გეთ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლი­ოს თას­ზე ნა­მი­ბი­ას­თან მო­პო­ვე­ბულ ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი ლე­ლო­თი შე­ი­ტა­ნა.ის არის სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კვარ­თით 122 თა­მა­ში ჩა­ა­ტა­რა, 125 ქულა და­აგ­რო­ვა და „ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­თან“ ერ­თად 11-ჯერ მო­ი­გო “რაგ­ბი ევ­რო­პის” ჩემ­პი­ო­ნა­ტი, სხვა მე­ტო­ქე­ებ­თან ერ­თად, რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის და­მარ­ცხე­ბი­თაც.

კა­ჭა­რა­ვამ და მისი თა­ო­ბის მო­რაგ­ბე­ებ­მა ქარ­თუ­ლი რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მტკი­ცე სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რეს. მათი თავ­და­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ძა­ხი­ლი იყო შარ­შან ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მიერ ორი ელი­ტუ­რი ნაკ­რე­ბის – იტა­ლი­ი­სა და უელ­სის და­მარ­ცხე­ბა და დღეს ამ ადა­მი­ა­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა ჩრდილს აყე­ნებს არა მარ­ტო მას, არა­მედ ქარ­თულ რაგ­ბის, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თხელ მო­უ­ტა­ნა დიდი სი­ხა­რუ­ლი.

 დღეს და­ვით კა­ჭა­რა­ვა­სა და, სა­ზო­გა­დოდ, ქარ­თულ რაგ­ბის მშვი­დი, სტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო სჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი საფ­რან­გეთ­ში გა­სა­მარ­თი (8 სექ­ტემ­ბე­რი-28 ოქ­ტომ­ბე­რი) მსოფ­ლი­ოს თა­სის­თვის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებ­ში მო­ემ­ზა­დოს და იქ ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ახა­ლი ის­ტო­რია და­წე­როს” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ორი დღის წინ კა­ჭა­რა­ვამ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ წერ­და. მისი თქმით, ვერ აპა­ტი­ებს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის გამო ის და მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად შე­რა­ცხა.

“ახალ­გაზ­რდუ­ლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 20 წელი სი­ა­მა­ყით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ტა­რე ეს კვარ­თი (გუ­ლის­ხმობს რაგ­ბის სა­მოსს). 90-იანი წლე­ბის მერე რუ­სეთ­თან სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­ბო­ლო! თქვენ მას­წავ­ლით რუ­სეთთ­თან რო­გორ უნდა ვი­მოქ­მე­დო, რომ გა­ვი­მარ­ჯვოთ?! მი­მი­ფურ­თხე­ბია ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც ჩემი 20 წე­ლი­წა­დი 2 დღე­ში გა­ყი­და და იფიქ­რა, რომ მე სამ­შობ­ლო რუ­სეთ­ში გავცვა­ლე!!! ისე რომ კი­თხვაც არ და­მის­ვა!!! რა ხდე­ბა კა­ჭიო?!” – და­წე­რა კა­ჭა­რა­ვამ. მის პოსტს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროდ, ლიბერალიზმი გადაიქცა ფაშიზმად და ამის გამოვლინებას ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ
Next post გიული ალასანია: სტრასბურგში ვიღაცამ თქვა, მიხეილ სააკაშვილი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო და ნადვილად ასეა