მიხეილ ცაგარელი – საპრეზიდენტო არჩევნებში „მდედრი თევზი“ გაიმარჯვებს

Read Time:44 Second

როგორც გაირკვა, საპრეზიდენტო კანდიდატების უმრავლესობა კირჩხიბის და თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არიან დაბადებული. სალომე ზურაბიშვილი და დავით უსუფაშვილი ზოდიაქოს მიხედვით თევზები არიან, გრიგოლ ვაშაძე, კახა კუკავა და დავით ბაქრაძე კი – კირჩხიბის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებული.

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის აზრით, 28 ოქტომბერს ვარსკვლავები თევზების მიმართ იქნებიან კეთილგანწყობილი, უფრო კონკრეტულად კი მდედრ თევზს გაუღიმებს ბედი.

“არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მაღალი შესაძლებლობები აქვს სალომე ზურაბიშვილს. დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე სერიოზულ ბრძოლას გაუმართავენ მას, რადგან 28 ოქტომბერი ის თარიღია, როდესაც თევზებიც და კირჩხიბებიც ბრძოლისუნარიანები არიან. მათი ენერგოტონუსი მაღალია და იღბლიანობაც მატულობს. მაგრამ ფორტუნა მაინც სალომე ზურაბიშვილის მხარეს იქნება, რადგან პლანეტების კონფიგურაცია 28 ოქტომბერს ჯვრის იქნება, რაც კირჩხიბებზე მძიმედ აისახება და გამარჯვებაში ხელს შეუშლით”, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

მისივე თქმით: “მართალია, დავით უსუფაშვილიც ჰოროსკოპით თევზებია, მასა და სალომეს შორის ბრძოლა იქნება, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის პირადი ჰოროსკოპი უფრო ჰარმონიულია, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე „მდედრი თევზია“, მას წარმოდგენილი კანდიდატებიდან გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ექნება“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რომის პაპი: სექსი ტაბუ არ არის, ის ღვთის საჩუქარია
Next post მასწავლებლის მხრიდან ვარცხნილობის გამო მოსწავლეზე განხორციელებულ ბულინგის ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობ