მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა

Read Time:45 Second

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მხარეებმა ზოგადი განათლების მიმართულებით სამომავლო პროექტების განხორციელების გზებზე იმსჯელეს, მათ შორის, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერისა და „ტელესკოლის“ პროგრამების გამდიდრების თვალსაზრისით.

მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს განათლების მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებისათვის, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, არის შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი დონის განათლება, როგორსაც მათი თანატოლები იღებენ საზღვარგარეთ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროფესიული განათლების შესახებ და დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფოცხოეწერში დაიწყო პროფესიული სწავლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც სწორედ ამ მიზანს მოემსახურება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა ბექაური: უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება
Next post შეიცავდა თუ არა უხამსობას „მთავარი არხის“ სიუჟეტი და დაირღვა თუ არა კანონი – გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია ერთ კვირაში მიიღებს