მიხეილ ყაველაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი ხნის შემსრულებელი, პირდაპირ შემიძლია აგენტურა დავარქვა, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული

Read Time:51 Second

ჩვენ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება გვსურს ჩვენი საზოგადოებისთვის. თითქოს კი მიეწოდებათ, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე ხაზგასმა, რომ სათქმელი ბოლომდე ჯერ კიდევ არ ითქმება და ა.შ. ჩვენ ამაში თავისუფლები ვართ. შეგვიძლია, რომ ნებისმიერი თემა ავუხსნათ ჩვენს საზოგადოებას, – „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზებზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირაში“ ისაუბრა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე და იმაზე, თუ ვის და რატომ აქვს ეს დაგეგმილი.

„აქ საუბარი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული ეს ყველაფერი. ნამდვილად ა იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი ხნის შემსრულებელი, პირდაპირ შემიძლია აგენტურა დავარქვა, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. პირდაპირ იყო ჩართული, ეს იყო ქსელი, რომელსაც სურდა, რომ საქართველოში ამ ეტაპისთვის, უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოშიც საომარი მოქმედებები დაწყებულიყო. მათი დამკვეთი არ არის ერთიანი დასავლეთი, ეს არ არის ევროკავშირი. ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის ნაწილი რაღაც ძალის, რომელსაც ამ სიტუაციაში, არა საქართველოს დამამცირებლად, შეიძლება ასე აღვნიშნოთ და ეს შემდეგ გამოჩნდება, ან არა იმიტომ, რომ საქართველოს რაიმე ინტერესი ჰქონდეს. იმ ნაწილში, რომ ეს წაადგება იმ საერთო სურათს, რომელიც დღეს მიმდინარეობს გლობალურ დონეზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ხვდებიან, რომ მათი რეპუტაცია იმდენად ტოქსიკურია, ახლა ავანსცენაზე გამოჩენა, მათთვის დამაზიანებელი და კონტრპროდუქტიული იქნება
Next post სოზარ სუბარი: 6 თვე ცოტა დრო რომაა, ეს კი არ არის პრობლემა, შესაძლოა, რეფორმების გასატარებლად 3 თვეც საკმარისი იყოს, როცა გასაგები, მკაფიო კრიტერიუმებია