მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ხვდებიან, რომ მათი რეპუტაცია იმდენად ტოქსიკურია, ახლა ავანსცენაზე გამოჩენა, მათთვის დამაზიანებელი და კონტრპროდუქტიული იქნება

Read Time:36 Second

ხვდებიან, რომ მათი რეპუტაცია იმდენად ტოქსიკურია, მათი ახლა ავანსცენაზე გამოჩენა, მათთვის დამაზიანებელი და კონტრპროდუქტიული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ დღევანდელი აქცია „სირცხვილიას“ მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა რეგიონებში მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები მოუწოდებდნენ.

„მზაკვრულად დაგეგმილი პოლიტიკური აქტივობაა – ეს ფაქტია! ახლა, როდესაც ვადევნებთ თვალს, მაგალითად, იქ რეგიონებში დადიან, აქციის ორგანიზების პროცესში ჩართულები არიან და ძირითადად მოქალაქეებთან კონფლიქტები ვის ემართება? – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. აქციას არა უბრალოდ თანაუგრძნობენ, არამედ კარგად, გამიზნულად, წინასწარ ჩაფიქრებულად აორგანიზებენ. უბრალოდ, ხვდებიან, რომ მათი რეპუტაცია იმდენად ტოქსიკურია, მათი ახლა ავანსცენაზე გამოჩენა, მათთვის დამაზიანებელი და კონტრპროდუქტიული იქნება. აქედან გამომდინარე, ხვდებიან, რომ რაღაცების შენიღბვა უნდა გააკეთონ და ამ შემთხვევაში ფოკუსის პრინციპით, ყურადღება სხვაზე გადაიტანონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შოთა დიღმელაშვილი: საქართველო დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა, ეს პრობლემა არ დგას იმის გამო, რომ ბავშვებს ვერ ვაკეთებთ
Next post მიხეილ ყაველაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი ხნის შემსრულებელი, პირდაპირ შემიძლია აგენტურა დავარქვა, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული