მიხეილ ყაველაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: რაც კი საზიზღრობა არსებობს, ყველაფერი იკადრა ამ ხალხმა და დააგვირგვინეს ციხის კადრებით
მიხეილ ყაველაშვილი ბერა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ თავს და სხვებს პატივს სცემს, შეურაცხყოფაზე პასუხის მოთხოვნა „ჩვეულებრივი ამბავია“. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩანაწერის გაკეთების დროს ბერა ივანიშვილი არასრულწლოვანი იყო, ირაკლი ღარიბაშვილს კი სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავა. ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს მმართველ გუნდს მორალს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები უკითხავენ.
„მე როცა დავუპირისპირდი „ნაციონალურ მოძრაობას“ იცით რა საკითხებზე იყო ეს თემა? პირდაპირი შეურაცხყოფა. წარმოგიდგენიათ, 10-11 წლის გოგოებს უგზავნიდნენ სასქესო ორგანოების სურათებს და ასეთი სახის შეურაცხყოფას მმართველი ძალა კადრულობდა. ამაზე არ ხდებოდა აღშფოთება. ეს ადამიანები კადრულობენ ამას. ნუ გაახსენებენ ადამიანებს, რას ჩადიოდნენ. ტელეკამერებით, ადამიანების საცვლების ამარა, მეუღლესთან ერთად დაჭერები რომ დაიწყეს და შოუებს რომ დგამდგნენ. გირგვლიანის თემა ვახსენე, ღამის 3 საათზე გადაფორმებები. რაც კი საზიზღრობა არსებობს, ყველაფერი იკადრა ამ ხალხმა და დააგვირგვინეს ციხის კადრებით. ეს უნდა იცოდეთ, ამას ვერაფერი გადაფარავს.
ეს ადამიანები, რომლებიც დღეს სამართლიანობაზე, არჩევნებზე გვესაუბრებიან, მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობით ხდებოდა მსგავსი საკითხები. ვერ დავასახელებ იმ ადამიანის გვარს, ერთ-ერთი კანდიდატი იყო ერთ-ერთი ფედერაციის. ისე სცემეს, საავადმყოფოში მოხვდა. რომ დაეტოვებინა ქვეყანა იცით რა გაუგზავნეს? თავისი 3 წლის ძმისშვილის ვიდეო და პირდაპირი მუქარა იყო, რომ რა დაემართება შენს ძმისშვილს, არ გეცოდინებაო. აი, ასეთ რაღაცებს კადრულობდა ეს ხალხი. იცით, ვინ ხელმძღვანელობდა ამას? აი, ეს ადამიანები: დაწყებული სააკაშვილიდან, გიგა ბოკერია და გიგი უგულავათი დამთავრებული. დღეს რომ სამართალს და მორალს გვიკითხავენ, ეს ადამიანები იყვნენ ხელმძღვანელები. აი, ამაზე უნდა აღშფოთდეთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა....
გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის...
მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: ჩემთვის გამაოგნებელია მისი მსჯელობის სიმწიფე – ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში
ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ.- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “ლაზარეს...
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის – გააფეტიშეს, მისგან გმირი შექმნეს
„ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაში თუ ვინმე მათ აზრს არ ეთანხმება და მათ ე.წ. ბაბლს არ მიეკუთვნება, ადამიანადაც არ მიიჩნევენ. ბოლშევიკების დროსაც ასე...