მიხეილ ყაველაშვილი: კორონავირუსთან ბრძოლაში, ამ ეტაპზე ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ონლაინ ფორუმი – „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა, რომელმაც პანდემიის დროს სპორტის როლზე, მის მნიშვნელობაზე და იმ ზიანზე ისაუბრა, რომელიც სპორტმა და სპორტსმენებმა პანდემიის პერიოდში განიცადეს.
„კორონავირუსთან ბრძოლაში, ამ ეტაპზე ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს და აღნიშნულის შესახებ ონლაინ ფორუმის მონაწილეებმა საზოგადოებას დროული აცრისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ. ამ ჩვენ მოწოდებას სრულად იზიარებენ ჩვენი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინირებული ადამიანი იცავს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ მის ირგვლივ მყოფ საზოგადოების ნაწილს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჯანსაღი ცხოვრება და ფიზიკური აქტივობა ადამიანებს იმუნიტეტის გამომუშავებაში კიდევ უფრო მეტად ეხმარება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ონლაინ ფორუმზე, სადაც 500-მდე დაინტერესებული პირი დარეგისტრირდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ,
პარასპორტსმენმა, ნინა თიბილაშვილმა, საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და სპორტული მედიცინის წარმომადგენლებმა მიიღეს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს....
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...