მიხეილ ყაველაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს უკრაინის სოლიდარობის აქცია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს

Read Time:46 Second

გვესმის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეების უმრავლესობა სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის და ეს ემოციები ჭარბობს, თუმცა აუცილებელია, ნებისმიერ სიტუაციაში და ეს არ არის ახალი, რომ ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება საზოგადოებასთან, რაც არ უნდა რთული და მძიმე მოსასმენი უნდა იყოს, აუცილებელია ავუხსნათ რაში მდგომარეობს სიმართლე, რისი შესაძლებლობა აქვს და რას აკეთებს დღეს სახელმწიფო იმისთვის, რომ დახმარება გაუწიოს უკრაინელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ის, რომ ემოცია ჭარბობს, მესამე დღეა ახალგაზრდები და ადამიანები იკრიბებიან და აჩვენებენ მსოფლიოს, როგორ უჭერენ მხარს უკრაინელებს, ესეც ბუნებრივია და არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ აქ როგორც კი შემოდის ვიწრო, პოლიტიკური ინტერესები და ვიღაცები არ იცვლებიან, ესეც სასაუბრო თემაა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას შეეცდება.

„სულ ახლახანს გიგი თევზაძის წერილი იყო ახალგზარდების მიმართ: კი, მესმის თქვენი ბუნებრივი პოზიცია, რომ თქვენ გამოხატავთ სოლიდარობას, მაგრამ ახლა საჭიროა ეს გადაიზარდოს ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნაში და დროებითი მთავრობა შეიქმნას. დაიწყო ეს მოწოდებები“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დენის შმიგალი – მტერმა საკუთარი გეგმების განხორციელება ვერ შეძლო, ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის
Next post უკრაინა თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონს ქმნის – ვოლოდიმირ ზელენსკი უცხოელებს, რომელთაც მისი ქვეყნის დახმარება სურთ, ბრძოლაში ჩართვას სთხოვს