დენის შმიგალი – მტერმა საკუთარი გეგმების განხორციელება ვერ შეძლო, ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის

Read Time:32 Second

მტერმა საკუთარი გეგმების განხორციელება ვერ შეძლო, ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პრეზიდენტის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მტერმა ვერ განახორციელა საკუთარი გეგმები და ამიტომ, სამწუხაროდ, იწყებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით სროლას. ისვრიან საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების, საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით, ესვრიან სასწრაფო დახმარების მანქანებს და ავტობუსებს, რომლებსაც ბავშვები გადაჰყავთ. ამ დანაშაულებისთვის რუსეთის სარდლობას აუცილებლად ელოდება ტრიბუნალი. უკრაინელი ბავშვების მკვლელობისთვის მტერი აუცილებლად დაისჯება. უკრაინა არ აპატიებს“, – განაცხადა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

შმიგალმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას არ ესმის, რომ ისინი იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალების, არამედ მთელი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა რჩება კიევში და აგრძელებს მუშაობას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი – საქართველოს პრეზიდენტს ვაცნობე არსებული ვითარების შესახებ, განვიხილეთ კონკრეტული დახმარების საკითხები, მადლობელი ვარ ქართველი მეგობრების მხარდაჭერისთვის
Next post მიხეილ ყაველაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს უკრაინის სოლიდარობის აქცია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს