მიხეილ სარჯველაძე – შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების გამო არ დაესწრო

Read Time:39 Second

შთაბეჭდილება დამრჩა, სხვა მიზეზი იყო, რის გამოც პრეზიდენტმა უარი განაცხადა, მნიშვნელოვან ღონისძიებას დასწრებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ელჩების კონფერენციას სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა.

მიხეილ სარჯველაძე ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩია, რეალურ მიზეზზე პირდაპირ არ ესაუბრა.

„როგორც ჩანს, მან არჩია, ამ მიზეზზე პირდაპირ არ ესაუბრა და, შესაბამისად, ის მიზეზი დაესახელებინა, რაზეც გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ისაუბრა. შემოთავაზებული არ იყო კარგი და დამაჯერებელი ახსნა, რატომ იყო მიუღებელი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში სტუმრების განთავსება იმ წესით, რა წესითაც შესთავაზეს. რაში გამოიხატებოდა პროტოკოლის დაუცველობა, საზოგადოებისთვის ამ დრომდე გასაგები არ ყოფილა. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ რაღაც სხვა მიზეზთან გვაქვს საქმე. გავრცელებულ განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაზე და შესაძლოა, მიზეზი ამას უკავშირდებოდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხიდაშელი: ივანიშვილს შურისძიება აბრმავებს და ჰგონია, რომ მიხიელ სააკაშვილის მდგომარეობა ფატალურად არ დასრულდება
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა და ამ ომის სწრაფად დასრულება