ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა და ამ ომის სწრაფად დასრულება

Read Time:37 Second

ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია, უკრაინაში ომი რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის დიდი გამოწვევაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც ევროპის კონტინენტზე, ისე რეგიონზე, საქართველოსა და გლობალურ პოლიტიკაზე.

„შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ. ეს ურთულესი გამოწვევაა, ამიტომ ამ გამოწვევას გონივრული მართვა სჭირდება. ჩვენ პირველი დღეებიდან სწორი პოლიტიკა დავიჭირეთ და ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მთავარი იდეით ვმოქმედებთ. ჩვენ რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ ამ ომით. კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარადჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე – შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების გამო არ დაესწრო
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენს გუნდთან, პარლამენტთან ერთად, მთელმა ხელისუფლებამ, რომ ზედიზედ ორი წელია გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ხალხის საკეთილდღეოდ კონვერტირდება