მიხეილ სარჯველაძე: შესაბამისი რეგლამენტით განსაზღვრული რაოდენობით სხდომების გაცდენა სრულფასოვან საფუძველს წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტისთვის

Read Time:20 Second

შესაბამისი რეგლამენტით განსაზღვრული რაოდენობით სხდომების გაცდენის შემთხვევაში, ეს წარმოადგენს რა თქმა უნდა სრულფასოვან საფუძველს უფლებამოსილების შეწყვეტისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, დეპუტატები ამ მიმართულებით ბევრად უფრო წინდახედულები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ამ საფუძვლის წარმოშობა არ დაეშვათ. ბატონი ჯაფარიძის შემთხვევაში, საუბარი გვაქვს დანაშაულის დადასტურებაზე სასამართლოს კანონიერი განაჩენით, შესაბამისად, ეს გარემოებაც სრულფასოვანი საფუძველია უფლებამოსილების შეწყვეტისთვის“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა
Next post ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ ტალღის პიკს გადავდივართ