თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

Read Time:28 Second

თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ, პოლიტიკოსის შვილი, კახა მეჭიაური სოციალურ ქსელში წერს.

მას რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. თამაზ მეჭიაური მკურნალობის კურსს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.

თამაზ მეჭიაური 1954 წლის პირველ დეკემბერს სოფელ ჟებოტაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.

2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხატია დეკანოიძე – ქართული ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას
Next post მიხეილ სარჯველაძე: შესაბამისი რეგლამენტით განსაზღვრული რაოდენობით სხდომების გაცდენა სრულფასოვან საფუძველს წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტისთვის