მიხეილ სარჯველაძე: ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე

Read Time:1 Minute, 3 Second

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე მიულოცა.

„ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე, რა წვლილი შეგვიძლია თითოეულმა ჩვენგანმა ამ საქმეში შევიტანოთ, რათა უკეთესი სტანდარტები გვქონდეს,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, დეპუტატებმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის აღსრულებისა და გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის მიმართ იმ კომიტეტის შექმნისთვის, რომელსაც საზოგადოება და, განსაკუთრებით, შშმ პირთა თემი ელოდა და რომელიც ბოლოდროინდელ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გადადგმული ერთ-ერთი სერიოზული “, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღესვე კომიტეტმა მოისმინა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის გარდამავალი დებულებებით უწყებებისთვის განსაზღვრული დავალებებისა და ამავე დავალებების თანმიმდევრული და ეფექტიანი აღსრულების მიზნით კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ასევე, გაეცნო მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებით „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონისა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ნორმების აღსრულების მდგომარეობას.

კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებაზე. როგორც მომხსენებელმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ექსპერტების სპეციალიზაციის საკითხს, ასევე, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა საქმეებზე ცალკეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების წესს ახლებურად მოაწესრიგებს.

„ცვლილების ამოქმედების შედეგად, ექსპერტიზის ჩატარებისას მნიშვნელოვნად შემცირდება არასრულწლოვანი პირების მეორეული ვიქტიმიზაციის რისკები, რადგან ექსპერტიზის განმახორციელებელ პირებს გავლილი ექნებათ შესაბამისი მომზადება და განვითარებული ექნებათ არასრულწლოვანებთან კომუნიკაციის შესაბამისი უნარები“, – განაცხადა მომხსენებელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტს მიმართა – როგორც პატარა ქვეყანა, კიდევ უფრო დაუცველი ვართ ჰიბრიდული საფრთხეებისგან და მეტად გვჭირდება სოლიდარობა
Next post ეკატერინე ტიკარაძე: დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა, ჩვენ ერთად ვიქნებით ისევ პოლიტსაბჭოში, ისევ გვექნება თანამშრომლობა და ამას საზოგადოება მომავალშიც დაინახავს