მიხეილ სარჯველაძე: ქართულ პოლიციასა და პირადად ვახტანგ გომელაურს მადლობას ვუხდი ოპერატიულად ჩატარებული გამოძიებისა და იმ შედეგისთვის, რომელიც დადგა

Read Time:32 Second

„მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და ქართულ პოლიციას, პირადად ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო ოპერატიულად ჩატარებული გამოძიებისა და იმ შედეგისთვის, რომელიც დადგა“, – ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნას და საქმეში ბრალდებული პირის დაკავებას.

„ის, თუ რომელ პარტიას ეკუთვნოდა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული და როგორი იყო მისი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, არ ქმნის რაიმე ინსინუაციების მიზეზს. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და ქართულ პოლიციას, პირადად ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო ოპერატიულად ჩატარებული გამოძიებისა და იმ შედეგისთვის, რომელიც დადგა. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, პოლიტიკური პრეფერენციებისა, სამართალი აღსრულდება და ეს არის გარდაუვალი ჭეშმარიტება და ღირებულება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთგულად ემსახურება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება ჩვენს პრიორიტეტს ნამდვილად წარმოადგენს
Next post გიორგი ნემსაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს