კახა კუჭავა: საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება ჩვენს პრიორიტეტს ნამდვილად წარმოადგენს

Read Time:39 Second

დღეს დასრულდა რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს პარლამენტთა სპიკერები მონაწილეობდნენ. ძალიან საინტერესო და შედეგიანი 3-დღიანი კონფერენცია იყო, დატვირთული ორმხრივი შეხვედრებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული კონფერენციის შეჯამებისას განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, კონფერენციამ საშუალება მისცა მათ, ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, ვინც დაინტერესებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ესაუბრათ ყველა გამოწვევის თაობაზე, რომლის წინაშეც დგას არამარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო.

„ვისაუბრეთ პანდემიაზე, დეოკუპაციაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს დღის წესრიგში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. განსაკუთრებით გამოვყოფდი ავსტრიის პარლამენტის სპიკერთან ბოლო შეხვედრას, რომელიც დღეს გაიმართა.

ავსტრიის პარლამენტის სპიკერი ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი და გულშემატკივარია. მნიშვნელოვანი იყო მასთან ყველა იმ საკითხზე მსჯელობა, რომელიც წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების გაღრმავების ძალიან კარგ შესაძლებლობას. ზოგადად, საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება ჩვენს პრიორიტეტს ნამდვილად წარმოადგენს და იქნება ბევრი სხვა ღონისძიება, სადაც საქართველო აქტიურად იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ონის მერობის კანდიდატის სერგო ხიდეშლის წინასაარჩევნო კამპანია ბარის და მარავლძლის ადმინისტრაციულ ერთეულებში
Next post მიხეილ სარჯველაძე: ქართულ პოლიციასა და პირადად ვახტანგ გომელაურს მადლობას ვუხდი ოპერატიულად ჩატარებული გამოძიებისა და იმ შედეგისთვის, რომელიც დადგა