0 0
Read Time:22 Second

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ბარბაროსულ დანაშაულს უწოდებს.

„უმძიმესი ფაქტი მოხდა, ფაქტი, რომელსაც ვერასდროს და ვერცერთი ქართველი ვერ შეეგუება. ეს არის სრული ანომალია, სრულიად არანორმალური რამ, როდესაც ოკუპაციას ეწირება საქართველოს მოქალაქე. ეს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, აბსოლუტურად მხეცური ფაქტი. ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა, ეს კონკრეტული ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი. სამძიმარს ვუცხადებ უპირველესად მოკლულის ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები