მიხეილ სარჯველაძე სამნიძის განცხადებაზე: აბსურდია და უბრალოდ ლოგიკურადაც გაუმართავი

Read Time:33 Second

მიხეილ სარჯველაძემ ხათუნა სამნიძის განცხადება შეაფასა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

„აბსურდია და უბრალოდ ლოგიკურადაც გაუმართავი. ყველაფრიდან გამომდინარე, ოდნავ კრიტიკულად თუ შეხედავთ ამ განცხადებას, მის ტექსტს, მის შინაარსს და დააკავშირებთ ერთმანეთს, ძალიან მარტივად, პრიმიტიულად აღმოჩენადია ის, რომ ეს აბსოლუტური ტყუილია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე ამტკიცებს, რომ 2014 წელს, ევროსაბჭოში, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის მწვავე კრიტიკის გამო, ბიძინა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა. სამნიძე ამბობს, რომ მაშინ რესპუბლიკელების სიტყვით გამოსვლა ყირიმისა და დონბასის თემას ეხებოდა. რატომ დუმდა აქამდე „რესპუბლიკური პარტია“ და თუ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა რატომ დატოვეს კოალიცია „ქართული ოცნება“ მხოლოდ ორი წლის შემდეგ – ეს არის მთავარი კითხვები, რომლებიც ახლა საპარლამენტო უმრავლესობას აქვს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფინანსთა სამინისტრო – „კეთილდღეობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო ათწლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში დასახელდა
Next post ლევან ხაბეიშვილი: 23 დღეა რაც პარტიის თავმჯდომარე ვარ და უკვე 20-ზე მეტ რაიონში ვიყავი