ლევან ხაბეიშვილი: 23 დღეა რაც პარტიის თავმჯდომარე ვარ და უკვე 20-ზე მეტ რაიონში ვიყავი

Read Time:30 Second

23 დღეა რაც პარტიის თავმჯდომარე ვარ და უკვე 20-ზე მეტ რაიონში ვიყავი – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„23დღე გავიდა, რაც თავმჯდომარე ვარ და ამ დროისთვის აბსოლუტურად ყველა რაიონში, რეგიონულ მდივანს მიღებული აქვს დავალება, რომ ლოგისტიკური ცენტრები იყოს შექმნილი. 23 დღეში, 20-ზე მეტ რაიონში ვიყავი, 40-ზე მეტ რაიონში გაიხსნება ოფისები. დედაქალაქში, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი უკვე გახსნილია, ამავე დროს ქუთაისშიც დამატებით. ლოგისტიკის აწყობით ვარ დაკავებული ეს 23 დღეა, რაც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რეგიონის აქციები თბილისში, უახლოეს  პერიოდში, ამავე თვეში მოიყრის თავს. ჩვენთვის მთავარი ბრძოლის ხაზი იქნება ხალხთან მუშაობა“- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე სამნიძის განცხადებაზე: აბსურდია და უბრალოდ ლოგიკურადაც გაუმართავი
Next post კახეთში ხანძარია – ცეცხლი დედოფლისწყაროს ტყეში გაჩნდა