მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილის პატიმრობის საკითხი ძალიან პრინციპულია, არ შეიძლება, სამართლებრივი საკითხების ავკარგიანობა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კრიტერიუმით შეფასდეს

Read Time:36 Second

ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი არის ძალიან პრინციპული, რადგან არ შეიძლება, სამართლებრივი საკითხების ავკარგიანობა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კრიტერიუმით შეფასდეს, – ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, როგორ უნდა მოხერხდეს პოლარიზაციის შემცირება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ფონზე, როცა მმართველი გუნდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებების მიხედვით თანამშრომლობის რესურსი ფაქტობრივად, არ არსებობს.

„სააკაშვილის პატიმრობა გადაწყვიტა სასამართლოს გადაწყვეტილებამ და შეუძლებელია, ჩვენ გვინდოდეს ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით შეიძლება, მაგალითად, ვინმეს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე გვქონდეს საუბარი და ასე შემდეგ. პირდაპირ ვამბობ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის სამართლებრივი გზა და ვფიქრობ, ამ საქმეებზე რამის შეცვლის და შეტრიალების სამართლებრივი რესურსი რეალურად არ არსებობს და ამოწურულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი – რუსეთი მანამდეც იყენებდა ძალას მეზობლების მიმართ და ვერ ვივარაუდებთ, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების მობილიზება მხოლოდ ბლეფია
Next post საქართველოში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 052 პაციენტი