იენს სტოლტენბერგი – რუსეთი მანამდეც იყენებდა ძალას მეზობლების მიმართ და ვერ ვივარაუდებთ, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების მობილიზება მხოლოდ ბლეფია

Read Time:35 Second

რუსეთი მანამდეც იყენებდა ძალას მეზობლების მიმართ და ვერ ვივარაუდებთ, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების მობილიზება მხოლოდ ბლეფია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა „ველტთან“ საუბარში განაცხადა.

„წელს უკვე მეორედ ვხედავთ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათასობით ჯარისკაცი შეკრიბა. ეს სახმელეთო ძალებთან ერთად მოიცავს მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, ტანკებს, არტილერიას, თვითმფრინავებს. რუსეთის განზრახვებზე სპეკულირება არ შემიძლია, მაგრამ ჩვენ გვინახავს, რომ რუსეთი ადრეც იყენებდა ძალას მეზობლების მიმართ. შესაბამისად, ვერ ვივარაუდებთ, რომ ეს მხოლოდ ბლეფია, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ აგრესიისგან თავი დაიცვას.

„მოვუწოდებ რუსეთს, შეამციროს და განმუხტოს დაძაბულობა. ამავდროულად, ჩვენ ღია ვართ რუსეთთან დიალოგისთვის. როდესაც დაძაბულობა მაღალია, დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისეთ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა თავისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომ აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ
Next post მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილის პატიმრობის საკითხი ძალიან პრინციპულია, არ შეიძლება, სამართლებრივი საკითხების ავკარგიანობა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კრიტერიუმით შეფასდეს