მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: „ცხელი გაზაფხულისა“ და „ცხელი შემოდგომის“ დაანონსების გზით, სეზონის გიჟებად ჩამოყალიბდნენ

Read Time:30 Second

შემოდგომაზე იქნება გააფთრებული მცდელობები, რომ როგორმე ტემპერატურა ასწიონ. „ცხელი გაზაფხულისა“ და „ცხელი შემოდგომის“ დაანონსების გზით – სეზონის გიჟებად ჩამოყალიბდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ანარქია და უბედურება არ უნდა, ამას უნდა აცნობიერებდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც რამდენიმე წელია პოლიტიკაში არიან და ამდენს ვერ ხვდებიან, ეს მათი პრობლემაა. ამის გამო აგებენ არჩევნებს და მერე გაბრაზებულები არიან სხვაზე და სინამდვილეში ეს არის მათი წარუმატებლობისა და არასწორად დაგეგმილი კამპანიის მიზეზი.

როდესაც მოქალაქეებს სთავაზობენ, რომ ეკონომიკური ზრდა გაქვს ქვეყანაში, მაგრამ მაინც რაღაცები უნდა დავანგრიოთო, ამას რა თქმა უნდა ვერავინ აჰყვება, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩერგოლეიშვილი: ყველა პარტიის უვარგისობა/ვარგისიანობა გაიზომება იმით, რამდენად შეუძლიათ წნეხის შექმნა ქუჩაში
Next post ხვიჩა კვარაცხელიამ „მონცა“-ს კარში დუბლი შეასრულა