მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის ერთ ნაწილს ჰქონდა გაუცნობიერებით გამოწვეული გულწრფელი პროტესტი, მეორეს – არ უნდოდა ლოდინი, რომ 4 წელი ოპოზიციაში ყოფილიყო

Read Time:42 Second

ოპოზიცია ორ დიდ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: ერთ ნაწილს, შეიძლება, გულწრფელი პროტესტი ჰქონდა რაღაცასთან დაკავშირებით, გაუცნობიერებით გამოწვეული. მეორე შემთხვევაში გვაქვს მანკიერი, არაგულწრფელი დამოკიდებულება იმის გამო, რომ ვიღაცას არ უნდოდა ლოდინი, რომ 4 წელი ოპოზიციაში ყოფილიყო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

„ამ ნაწილს პირდაპირ უნდოდა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანა და ამით ესარგებლა. მათ კარგად იციან, რომ ბევრ შემთხვევაში, უფრო მომგებიანია, რაღაც მანიპულაციების გზით გადაფარონ ის რაც დასტურდება, რაც ერთმნიშვნელოვნად, ფაქტია. მას შემდეგ, რაც იყო შეთავაზება, რომ 1%-იანი მერყეობის დაფიქსირების შემთხვევაში, ამაზე არ იყო მათი რეაქცია, რომ ეს აწყობთ ან არ აწყობთ და თუ არა. ამაზე მათი პასუხი იყო, რომ ვიღაცას ტონი არ მოეწონა, ან განცხადების გაკეთების დრო“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება ჩემთვის ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას
Next post გივი მიქანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოპოზიცია დააბნია