გივი მიქანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოპოზიცია დააბნია

Read Time:43 Second

ოპოზიცია არის სრულიად სასოწარკვეთილებაში, – ამის შესახებ „იმედის ფაქტორის“ ეთერში გივი მიქანაძემ განაცხადა.პარლამენტის წევრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მმართველი გუნდის ოპონენტები დააბნია.

„ისინი არიან დაბნეული და ხედავენ, რომ ადამიანმა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ურთულეს პერიოდში, გამარჯვებით მოვიდა და გარდამტეხი ცვლილებები შემოიტანა ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიულობის განვითარების კუთხით, ამ ადამიანმა საკუთარი ნებით, მას შემდეგ რაც მის მიერ შექმნილ და ჩამოყალიბებულ გუნდს მესამედ ქართულმა მოსახლეობამ გამოუცხადა ნდობა და ქვეყნის სათავეები ანდო, გადადგა ნაბიჯი და თქვა, რომ გუნდი უკვე შეკრულია, გუნდი არის პროფესიონალები დაკომპლექტებული, გუნდი არის გამოცდილი და ამ გუნდს შეუძლია ქვეყანა იმ სწორ მიმართულებაზე წარადგინოს და გაუძღვეს, რასაც ქვეყნის შემდგომი განვითარება მოჰყვება“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია იმ სცენარით მოქმედებს, რომელზეც „ქართული ოცნების“ წევრები ჯერ კიდევ არჩევნებამდე დეტალურად ჰყვებოდნენ.

„დემოკრატიის კულტურა საზოგადოებაში გაზრდილია და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყნის მომავლის ბედი წყდება იმ საარჩევნო ყუთებთან, სადაც მათ თავისუფალი არჩევნის გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის ერთ ნაწილს ჰქონდა გაუცნობიერებით გამოწვეული გულწრფელი პროტესტი, მეორეს – არ უნდოდა ლოდინი, რომ 4 წელი ოპოზიციაში ყოფილიყო
Next post ჯანდაცვის მინისტრი: გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია COVAX-პლატფორმამ საქართველოსთვის ბევრად უფრო მეტი ვაქცინის გამოყოფა გადაწყვიტოს