მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია გირაოს თუ არ გადაიხდის, პროკურატურა პარლამენტს იმუნიტეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მიმართავს

Read Time:56 Second

ნიკა მელია თავისუფლებაზე დარჩება თუ პატიმრობაში მოხვდება, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ამჟამად ერთადერთი ადამიანის ხელშია და ეს გახლავთ თავად ნიკანორ მელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის პროკურატურა საქართველოს პარლამენტს იმუნიტეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მიმართავს.

„ვიმეორებ – კვლავ და კვლავ ამ საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელების საკითხი და საბოლოო ჯამში იმუნიტეტის მოხსნა-არმოხსნის საკითხი მთლიანად დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და ეს გახლავთ თავად ნიკანორ მელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა უნდა დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს. მან ასევე აღნიშნა, რომ „სასაცილოა ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სპექტაკლი, თითქოს გავრბივართ, რომ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ, ვინც გირაოს თანხას შეიტანს“

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.

5 თებევალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. გირაოს თანხის გადასახდელად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 12 თებერვალს იწურება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
Next post ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიაზე: კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანასწორი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხარ, არ ხარ, უნდა იყო თანასწორი