ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიაზე: კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანასწორი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხარ, არ ხარ, უნდა იყო თანასწორი

Read Time:59 Second

კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანასწორი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხარ, არ ხარ, უნდა იყო თანასწორი, – ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ცოტა გაუგებარია, რომ იცით რა, თანხას არ გადავიხდი. არ მგონია, რომ მელიას მხარდამჭერებისთვის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის უმჯობესი იყოს, რომ ნიკა მელია გირაოს თანხის არგადახდის გამო იჯდეს ციხეში, ვიდრე იყოს გარეთ. ვინ რის გადახდას აპირებს, სიმართლე გითხრათ ეგ არ ვიცი, ნიკა მელიასგან მოვისმინე. ცოტა ღიმილისმომგვრელი იქნება, გირაოს თანხა რომ არ გინდა გადაიხადო და ვიღაც სხვა გიხდის დაჟინებით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა უნდა დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს. მან ასევე აღნიშნა, რომ „სასაცილოა ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სპექტაკლი, თითქოს გავრბივართ, რომ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ, ვინც გირაოს თანხას შეიტანს“

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.

5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. გირაოს თანხის გადასახდელად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 12 თებერვალს იწურება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია გირაოს თუ არ გადაიხდის, პროკურატურა პარლამენტს იმუნიტეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მიმართავს
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 507 ადამიანს დაუდასტურდა, 660 კი გამოჯანმრთელდა