მიხეილ სარჯველაძე: მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლას, ქართული პოლიტიკისთვის, დიდი მნიშვნელობა არა აქვს

Read Time:26 Second

„მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლას, ქართული პოლიტიკისთვის, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ეს უკვე მეორეხარისხოვანი ფაქტორი გახდა“. – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოში დასაბრუნებლად, გამბედაობა არ ეყოფა.

„პირადად მე, მეეჭვება, რომ ეს კაცი საქართველოში ვიხილოთ – საკუთარი ფეხით დაბრუნებული. ადრე თუ გვიან, მას მოუწევს დაბრუნება და, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის, მოუწევს პასიხის გაცემა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩაიდინა. ამ შემთხვევაში, ეს არაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მეეჭვება, რომ, ამ არჩევნებისთვის, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს. არაა საკმარისად გაბედული იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს საპილოტე რეჟიმში აჭარიდან დაიწყო
Next post შსს: შანაი ბრუკის მკვლელობის გახსნის მიზნით საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და სამართლებრივი დახმარების ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება განხორციელდა