იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს საპილოტე რეჟიმში აჭარიდან დაიწყო
იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს
საპილოტე რეჟიმში აჭარიდან დაიწყო. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აჭარის
მაღალმთიან სოფელ ჭახათში ადგილობრივებს „მობილური იუსტიციის სახლით“ თავად
მიაკითხა და სოფლის მცხოვრებლებს საჭირო დოკუმენტაცია პირადად გადასცა.
პირველი ვინც, სამინისტროს ახალი მომსახურებით ისარგებლა სოფელ ჭახათის
მცხოვრები 91 წლის მერიემ დავითაძე იყო. დავითაძეების ოჯახის უხუცეს წევრს,
რომელსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამ დრომდე არ ჰქონდა, იუსტიციის
მინისტრმა რატი ბრეგაძემ ID ბარათი პირადად გადასცა.
„მობილური იუსტიციის სახლის“ კიდევ ერთი მომსახურებით, სამოქალაქო ქორწინების
რეგისტრაციით ისარგებლეს სოფელ ჭახათის მცხოვრებლებმა ნუგზარ დავითაძემ და
ნანა ტაკიძემ. მათ სამოქალაქო ქორწინება 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ
გააფორმეს. მათი ქორწინების მოწმეები კი იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იყო. „მობილური იუსტიციის
სახლის“ დახმარებით, სამოქალაქო ქორწინება დავითაძეების ოჯახში რამდენიმე წუთში
გაფორმდა.
იუსტიციის სახლის სერვისებს შორის ყველაზე მოთხოვნდი სოფელ ჭახათში კოვიდ
ბარათი აღმოჩნდა. „მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით ადგილობრივებმა
ბარათები სოფლიდან გაუსვლელად მიიღეს. კოვიდ ბარათის აღების მსურველთა რიგში
იდგა თორნიკე რიჟვაძეც. მას და ადგილობრივებს საჭირო დოკუმენტაცია იუსტიციის
მინისტრმა რატი ბრეგაძემ პირადად გადასცა.
აჭარის შემდეგ „ მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს გურიის, იმერეთის, სამეგრელოს,
შიდა ქართლისა და კახეთის იმ სოფლებშიც ჩავიდა, რომლებიც ცეტრიდან დაშორებით
მდებარეობს. საპილოტე რეჟიმში, პირველ ეტაპზე 5 ,, მობილური იუსტიციის სახლი“ 6
რეგიონში კვირაში ერთხელ ივლის. საბოლოოდ კი , პროექტი საქართველოს ყველა იმ
სოფელს დაფარავს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია.
იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 450 მომსახურებას სთავაზობს. „ მობილური იუსტიციის
სახლის“ დახმარებით კი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები ყველა ამ
სერვისს სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ. ეს მათ როგორც დროის, ისე ფინანსების
დაზოგვაში დაეხმარება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...
დეპუტატების დაპირისპირება პარლამენტში: “ქინძი”, “ქათამი”, “მამაძაღლი”, “არაკაცი”
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ირაკლი ქადაგიშვილი და პაატა მანჯგალაძე დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლა გახდა. პაატა მანჯგალაძემ განაცხდა,...
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი უფლებები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ტრენინგ-პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
პროტესტი პარლამენტთან – აპირებენ თუ არა დემონსტრანტები ღამის გათენებას და რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს,...