მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობთ, არ უნდა იყოს პრობლემა, საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ არგუმენტები, რომლითაც გაბათილდება ეჭვები, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა

Read Time:41 Second

ვფიქრობთ, არ უნდა იყოს პრობლემა, საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ არგუმენტები, რომლითაც გაბათილდება ეჭვები, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„გავეცანი განცხადებას, რომელშიც გამოთქმულია მოსაზრება იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რომლითაც მათი აზრით, წარიმართა პროცედურები უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. ეს პროცედურები სულ ახლახანს დასრულდა პარლამენტში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, მზად არიან, რომ საკითხების ირგვლივ ევროკავშირთან კონსულტაციები შედგეს.

„ყურადღებას თუ მიაქცევთ, ამ თემების ირგვლივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამოთქმულია მზადყოფნა კონსულტაციების თაობაზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, არ უნდა იყოს პრობლემა, საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ არგუმენტები, რომლითაც გაბათილდება ეჭვები, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიცია დიდი ხნით ადრე საუბრობდა და ეს ყველაფერი ეჭვის დონეზე დარჩა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროკომისიის პრესსპიკერი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს ეწინააღმდეგება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა ბუჩუკური – ვერ გავიზიარებთ სიხარულს, რასაც ოპოზიციური სპექტრისგან სანქციების შესაძლო დაწესებაზე ვხედავთ, პროცესები ამ მიმართულებით თუ განვითარდა, დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, მთლიანად სახელმწიფოს
Next post ზაზა გახელაძე თავისუფალია!