მიხეილ სარჯველაძე – არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან მოხდა აშშ-ის ელჩზე თავდასხმა, ამას ვერ დავეთანხმები

Read Time:59 Second

არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა აშშ-ის ელჩზე თავდასხმას. არ მგონია, რომ სწორი შეფასება იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და კელი დეგნანთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადება შეაფასა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აშშ-ის ელჩზე თავდასხმის შესახებ მოსაზრებას ვერ დაეთანხმება.

„ვაი, თუ კარგად არ არის ინფორმირებული ან მისკომუნიკაციას აქვს ადგილი კვლავ, რადგან ამ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა აშშ-ის ელჩზე თავდასხმას. ამას ვერ დავეთანხმები და არ მგონია, რომ სწორი შეფასება იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასტან, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კითხვები გაჩნდა საზოგადოებაში მას შემდეგ, რაც დეგნანთან დაკავშირებით მოსამართლემ ისაუბრა.

„რაც შეეხება საკითხებს, რაზეც დისკუსია გაჩნდა საზოგადოებაში, გამოვიდა მოსამართლე და თქვა ის, რაც თქვა. ამ თემაზე საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, კითხვები გაუჩნდათ პოლიტიკოსებსაც. გუშინ ჯერ კიდევ ნედ პრაისის განცხადებამდე ვთქვი, რომ კარგი იქნება, ამ მიმართულებით ღრუბლები გაიფანტოს და არ მაქვს განცდა, რომ ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს უბედურებებს, კანონდარღვევებს და ა.შ. მით უფრო იმ ფონზე, რომ თავად ელჩის განმარტება იყო ისეთი, რომ მეგობრებს შორისაც შეიძლება, არსებობდეს გარკვეული უთანხმოება, განსხვავებული ხედვები და ამასთან დაკავშირებით ლაპარაკი აუცილებელია. არ მგონია, ამ შემთხვევაში ვითარება ისე დრამატულად იყოს, როგორ წარმოჩენასაც ზოგიერთი ჟურნალისტი ცდილობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: სოსო გოგაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის რომ კავშირები არსებობდა, ეს არის დღესავით ნათელი
Next post იაგო ხვიჩია – ბოლო პერიოდში ისე ვიქცევით, ალბათ თანდათან ევროპისთვის არანაირი გავლენა არ გვექნება და საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი არ იქნება